12:01 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-02 16:32:35, 2567 ნახვა

პოლიტიკა
„10 წელი პუტინის თავდასხმიდან - რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას აგრძელებს“ - The Daily Signal

ოკუპირებულ სახრეთ ოსეთში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე ამერიკული გამოცემა The Daily Signal ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

სტატიის "10 წელი პუტინის თავდასხმიდან - რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას აგრძელებს" ავტორი საერთაშორისო პოლიტიკის მიმომხვილველ ლუკ კოფია.

"22 თებერვალს საქართველოს 3 მოქალაქე, რუსეთის მიერ კონტროლირებად სამხრეთ ოსეთში დააკავეს. მათ "ოსების მიმართ ჩადენილი გენოციდი ედებათ ბრალად”. სამწუხაროდ, ერთ-ერთი დაკავებული, 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. სიტუაცია იმ ფაქტმა გაართულა, რომ სამხრეთ ოსეთმა ტატუნაშვილის ცხედრის გადაცემაზე უარი განაცხადა", - წერია სტატიაში.

სტატიის ავტორი ამბობს, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთის შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიაზე შეიჭრნენ.

"თითქმის 10 წლის შემდეგ, ათასობით რუსი სამხედრო მაინც რჩება ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, რომლებიც საერთო ჯამში საქართველოს ტერიტორიების 20%-ს შეადგენს. ტატუნაშვილის ისტორია კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ იქცევა რუსეთი მეზობელი ქვეყნებისა და ამერიკის პარტნიორი ქვეყნების მიმართ. რუსული ძალები არა მარტო საფრთხეს უქმნიან საქართველოს, არამედ საფრთხეს უქმნიან მთავარ სატრანზიტო კავშირებს, რკინიგზებსა და მილსადენებს. 2 ოკუპირებული რეგიონი, რომლებმაც შემდგომ "დამოუკიდებლობა" გამოაცხადეს, სრულად დამოკიდებულია მოსკოვზე. ე.წ. საზღვრებზე ოკუპირებული რეგიონების მხრიდან ФСБ-ს თანამშრომლები პატრულირებენ, ხოლო ქართული მხრიდან ადგილზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია იმყოფება", - წერია სტატიაში.

როგორც მკვლევარი წერს, მიუხედავად იმისა, რომ 2008 წელს ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დოკუმენტს, რომელიც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს უფლებას აძლევს ოკუპირებული რეგიონის ტერიტორიაზე გადავიდნენ, რუსეთი ამის საშუალებას მათ არ აძლევთ.

"მრავალჯერ მომიწია ე.წ. საზღვართან ჩასვლა. ამ ვიზიტების დროს მე ვხედავდი იმას, თუ როგორ ფრიალებს რუსეთის დროშა ტერიტორიაზე, რომელიც საქართველოსია. ბოლო წლების განმავლობაში, რუსეთმა საქართველოში დაძაბულობა გაზარდა. 2011 წელს ФСБ-ს თანამშრომლებმა ე.წ. ბორდერიზაცია მოახდინეს ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რაც საქართველოს მოსახლეობას ყოფს ერთმანეთისგან. მავთულხლართებმა მოსახლეობას დიდი პრობლემები შეუქმნეს, ფერმერებს საკუთარ ტერიტორიებზე გადასვლა უჭირთ, საბოლოო ჯამში კი, განხორციელდა მცოცავი ანექსია", - წერს ავტორი.

კოფის თქმით, არ უნდა დავივიწყოთ, რომ რუსეთი საქართველოში შემოიჭრა.

"რუსეთი აგრესორია, რის გამოც საქართველო დაზარალდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია, ქვეყანამ დაამტკიცა, რომ ის მტკიცე და საიმედო პარტნიორია ერაყსა და ავღანეთშიც. ამერიკის ინტერესშია სამხრეთ კავკასია სტაბილურ და უსაფრთხო რეგიონად დარჩეს. აშშ მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, გამოიყენოს ზეწოლა რუსეთზე, რათა მან შეწყვიტოს უკანონო ოკუპაცია", - აღნიშნა კოფიმ.

მკვლევარი ამბობს, რომ 21-ე საუკუნის საქართველოში რუსეთის იმპერიალისტურ ქცევას ადგილი არ უნდა ჰქონდეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უნგრელთა 64% მოელის, რომ მადიარი უკრაინასთან ურთიერთობებს გააუმჯობესებს
ხარება ფიქრობს რომ მისი მოძალადე სპეცრაზმელები ჩაუშვეს - TVPirveli
უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics