00:49 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-02 13:56:57, 601 ნახვა

რეგიონი
დავით სერგეენკო აჭარის მთავრობის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ რეგიონებში ვიზიტის ფარლებში აჭარის ა/რ მთავრობის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, რეგიონში მიმდინარე პროგრამები და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს.

  განხილული იქნა ასევე წითელას ეპიდემიოლოგიური სიტუაცია აჭარაში და  გავრცელების შემაკავებელი ღონისძიებები, იმუნიზაციის საკითხი, C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის „ტუბერკულოზისაგან თავისუფალი აჭარა" - ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების მიმდინარეობა და შედეგები.

,,აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები მიმდინარეობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მხრივ და ჩვენი დღევანდელი შეხვედრის ამოცანა იყო უკეთესი  სინქრონიზაცია და უკეთესი დაგეგმარება. ასევე ჩვენ გვქონდა საშუალება გვემსჯელა ზოგადად ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიაზე. ძალიან მოხარული ვარ რომ აჭარის მთავრობის ხელმძღვანელობისგან  სრული აღქმა და სრული თანხმობა არის ერთიანი ლოგიკით წარიმართოს ეს სტრატეგია.  და მე მჯერა რომ ეს ახალი შესაძლებლობები მოგვცემს ბევრად უკეთეს შედეგებს"-განაცხადა დავით სერგეენკომ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი სამუშაო შეხვედრები ხელს შეუწყობს დარგის განვითარებას და ამ სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას.

,,ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა დღეს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრთან. განვიხილეთ მოქმედი პროექტები, მომავალი გეგმები. მნიშვნელოვანია სამედიცინო კუთხით ახალი პროექტების განხორციელება, სერვისების გაუმჯობესება. აჭარა ჩართულია ყველა იმ პროექტში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო. განვიხილეთ ასევე ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლეიც ჩვენს რეგიონში ხორციელდება. მათ შორის ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო. როგორც იცით, დასრულდა ინფექციური საავადმყოფოს რეაბილიტაცია. ვფიქრობ, ეს შეხვედრა ხელს შეუწყობს რეგიონში ახალი პროექტების დანერგვას და დარგის და წარმატებულ თანამშრომლობას"-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, დღესვე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აჭარის რეგიონის სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელ პირებს და წარმომადგენლებს შეხვდება.

 

(NS)

 

 

 

 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics