|
2018-03-02 12:23:23, 1860 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილმა სომეხ კოლეგასთან პირისპირ შეხვედრა გამართა
„მიხარია, რომ ვიმყოფები ქვეყანაში, რომელთანაც საქართველოს მრავალსაუკუნოანი მეგობრობა აკავშირებს. მაღალი დონის ვიზიტები ქმნის საჭირო ფონს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებისთვის“, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშილმა სომეხ კოლეგას, პირისპირ შეხვედრაზე. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილმა კარენ კარაპეტიანს თბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება იქნება ის ერთ-ერთი ძირითადი საკითხი, რომელსაც მხარეები შეხვედრაზე განიხილავენ. გიორგი კვირიკაშილის განცხადებით, როგორც საქართელო, ისე სომხეთი წელს დემოკრატიულ რესპუბლიკად გამოცხადების 100 წლის იუბილეს აღნიშნავს, რაც ორივე ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღია. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, თავის მხრივ, ქვეყნებს შორის არსებულ კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებს გაუსვა ხაზი და ყურადღება მაღალი დონის პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე გაამახვილა. კარენ კარაპეტიანის თქმით, უმნიშვნელოვანესია არსებული ურთიერთობებისთვის ახალი დინამიკის შეძენა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)