12:02 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-02 11:44:08, 1763 ნახვა

პოლიტიკა
სომხეთში გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვია.

მთავრობის მეთაურის საპატივცემულოდ ერევნის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. აეროპორტში გიორგი კვირიკაშვილს სომეხი კოლეგა, კარენ კარაპეტიანი დახვდა. ქართულ დელეგაციას საპატიო ყარაული შეეგება, შესრულდა საქართველოსა და სომხეთის სახელმწიფო ჰიმნები.

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის მეთაურს, კარენ კარაპეტიანს პირისპირ შეხვდება, რის შემდეგაც მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება, სომხეთის რესპუბლიკისა და საქართველოს მთავრობის წევრების მონაწილეობით.

ვიზიტის მიმდინარეობისას, გიორგი კვირიკაშვილი პირისპირ შეხვედრას გამართავს სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან.

ქართული დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია,  ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ვოლსკი არიან.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უნგრელთა 64% მოელის, რომ მადიარი უკრაინასთან ურთიერთობებს გააუმჯობესებს
ხარება ფიქრობს რომ მისი მოძალადე სპეცრაზმელები ჩაუშვეს - TVPirveli
უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics