09:28 - 10 May, 2026
|
2018-03-01 21:29:44, 2201 ნახვა
საზოგადოება
არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი პატრიარქს ხვდება
ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი საქართველოს პატრიარქ ილია მეორეს ხვდება. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ოჯახის შეხვედრა ილია მეორესთან 21:00 საათზე დაიწყო. უცნობია რა საკითხის განხილვა მოხდება შეხვედრაზე და სთხოვს თუ არა გარდაცვლილი ტატუნაშვილის ოჯახი პატრიარქს ცხედრის გადმოსვენების საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებებში ჩართვას. შეგახსენებთ, 22 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა,საქართველოს მოქალაქეები: არჩილ ტატუნაშვილი,ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. საინფორმაციო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)