11:05 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-01 14:00:05, 1729 ნახვა

პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ – „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შეყვანილ პირთა ხელმისაწვდომი ქონება უნდა დაყადაღდეს

"ევროპული საქართველოს" ინიციატივით „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ უნდა შეიქმნას, რომლის მიხედვითაც სანქციები უნდა შეეხოთ იმ ადამიანებს, რომლებიც რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმის პირობებში საქართველოს მოქალაქეების გატაცებასა და მკვლელობებში არიან ეჭვმიტანილები. 

სწორედ ამ თემაზე ისაუბრეს დღეს „ევროპული საქართველოს“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე დავით ბაქრაძემ, გიგა ბოკერიამ და სერგი კაპანაძემ.

ევროპული საქართველოს თავმჯდომარის დავით ბაქრაძის თქმით, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნა იქნება დამატებითი ბერკეტი საქართველოს ხელში რათა მკვლელები დაუსჯელნი არ დარჩნენ.

„თითოეული ადამიანი, სეპარატისტული ხელისუფლების თუ რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლების წარმომადგენელი, ვინც საქართველოს მოქალაქეებს მოკლავს, მოიტაცებს და აწამებს, თითოეულმა ასეთმა ადამიანმა იცოდეს რომ მათ წინააღმდეგ მიღებული იქნება უმკაცრესი ნაბიჯები და ეს ნაბიჯები მათ შეეხება ყველგან, სადაც კი ფეხს გადადგამენ. თითოეულმა მკვლელმა უნდა იცოდეს, რომ მათ წინააღმდეგ მიწა დაიწვება და ფეხს ვერ გადადგამენ ოკუპირებული ტერიტორიიდან სასჯელის გარეშე“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის სერგი კაპანაძემ იმ კონკრეტულ ბერკეტებზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს დამნაშავეების წინააღმდეგ.

„ხელისუფლებამ უნდა დააყადაღოს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შეყვანილ პირთა ის ქონება, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს მთავრობისათვის. ამასთან,  შესაბამის საერთაშორისო ინსტიტუტებსა და პარტნიორ სახელმწიფოებს უნდა ვაცნობოთ, რათა დამნაშავეებს არ მიეცეთ ქონების გადაადგილების, თუ შეძენის და, ასევე, ფინანსური ტრანზაქციების განხორციელების საშუალება.  მნიშვნელოვანია სავიზო შეზღუდვების დაწესებაც.  ასევე ამ სიაში მოხვედრილ პირებს არ უნდა შეეხოთ მთავრობის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის დაწესებული შეღავათები თუ უფასო სახელმწიფო სერვისები“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის გიგა ბოკერიას თქმით კი რუსეთი ჯერჯერობით არაა ჩრდილოეთ კორეა რაც საერთაშორისო ზეწოლას ჯერ კიდევ აძლევს მნიშვნელობას, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია კი სწორედ ასეთი მნიშვნელობისაა.

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2 000 ლარს, ხოლო დაღუპულთა ოჯახების წევრები 1 000 ლარს მიიღებენ
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
CNN: კრემლი პუტინის უსაფრთხოებას აძლიერებს შეთქმულებისა და შიდა არასტაბილურობის შესახებ ჭორების ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics