16:46 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-01 13:26:39, 1987 ნახვა

სამართალი
ინსპექტორი - პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, შსს-ს მიერ ფოტო და ვიდეოგადაღება გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს

„სამართლებრივად დეტალურად არ არის დარეგულირებული შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ფოტოსურათით პირის იდენტიფიკაციის პროცესი, რაც არაერთგვაროვანი პრაქტიკის, მონაცემების არამართლზომიერად, კანონით დადგენილი პრინციპების დარღვევით დამუშავების საფრთხეს ქმნის“, - ამის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიშშია აღნიშნული.

როგორც ინსპექტორი აცხადებს, მონაცემთა შემთხვევითი, ან უკანონო გამოყენების კუთხით საფრთხის შემცველია ვიდეოგადაღების და ინფორმაციის მიმოცვლის სხვადასხვა საშუალებისა და სამინისტროს თანამშრომლების პირადი მობილური ტელეფონების გამოყენებაც.

„საანგარიშო პერიოდში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა შეისწავლა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პრევენციული ღონისძიებების მიზნებისთვის ფოტო და ვიდეოგადაღების რამდენიმე ფაქტი.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ინსპექტორმა შეისწავლა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მიერ პრევენციული ღონისძიების მიმდინარეობისას ერთ-ერთი მოქალაქის ვიდეოგადაღების ფაქტი. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სამართალდამცავებმა ზედაპირული შემოწმების მიზნით შეაჩერეს მოქალაქე და პირადი მობილური ტელეფონით გადაიღეს შემოწმების პროცესი. სამინისტროს პოზიციით, ვიდეოგადაღება ემსახურებოდა მოქალაქის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების თავიდან აცილების, თანამშრომლების სიცრუეში დადანაშაულებისა და დისკრედიტაციის თავიდან არიდების მიზანს.

თუმცა გავრცელებულ ჩანაწერში მოქალაქე არაერთხელ, მკაფიოდ აფიქსირებდა პოლიციასთან თანამშრომლობის მზაობას, აცხადებდა თანხმობას, როგორც ზედაპირული შემოწმების, ისე ალკოჰოლის ტესტის ჩატარებაზე და განყოფილებაში გადაყვანაზეც კი. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში არ ფიქსირდებოდა მოქალაქის მხრიდან პოლიციელების კანონიერი განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობა, მათი სიტყვიერი შეურაცხყოფა, ან/და მათ მიმართ სხვა უკანონო ქმედება. ვიდეოჩანაწერი სრულდებოდა ჩანაწერში მონაწილე პირების დამშვიდობები 42 43 თა და მოქალაქისათვის კუთვნილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დაბრუნებით. გარდა ამისა, პოლიციის თანამშრომლის პირადი მობილური ტელეფონიდან არ წაშლილა გადაღებული ჩანაწერი, ის არ გადაუტანიათ სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაშიც. შესაბამისად, სათანადოდ არ იყო უზრუნველყოფილი მისი დაცვა შემთხვევითი ან უკანონო გამჟღავნებისაგან, ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო გამოყენებისა და დაკარგვისაგან.

ერთ-ერთი მოქალაქის მოთხოვნის საფუძველზე, ინსპექტორმა შეისწავლა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მხრიდან, „პირის იდენტიფიკაციის” მიზნით პირადი მობილური ტელეფონით მოქალაქის ფოტოგადაღების ფაქტი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამინისტროს მიეცა რეკომენდაცია, განისაზღვროს პრევენციული ღონისძიების გატარებისას ფოტოსურათით პირის იდენტიფიკაციის და მონაცემთა ბაზაში გადამოწმების წესი, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება მონაცემთა დამუშავების კანონიერება.

ამასთან, მონაცემთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, უნდა შეფასდეს ამ ღონისძიების ჩატარებისათვის თანამშრომლის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონისა და ინფორმაციის გადაცემის საშუალებების გამოყენების მიზანშეწონილობა და, საჭიროების შემთხვევაში, მიღებულ იქნეს შესაბამისი ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები მონაცემთა დამუშავების პროცესში უსაფრთხოების ზომების გასამკაცრებლად“, - ნათქვამია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიშში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics