|
2018-03-01 11:04:26, 2193 ნახვა
მსოფლიო
სლოვაკეთში ჟურნალისტისა და მისი მეგობარი გოგოს მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს
სლოვაკეთის პოლიციამ ჟურნალისტის იან კუციაკისა და მისი მეგობარი ქალის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას true-news.info ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულია ორი პირი, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან ნარკოდანასაულში. ასევე პოლიციამ რამდნეიმე რეიდი ჩაატარა, რომლის შედეგად, დიდი ოდენობით იარაღი ამოიღეს. „ ჩვენი ინფორმაციით, გასულ პარასკევს ორი პირი, რომლებიც უკვე დიდი ხანია ეჭვმიტანილები არიან ნარკოდანაშაულში, საუბრობდნენ იმაზე, რომ საჭიროა იარაღის აღება და სოფელ ველკა მაჩაში წასვლა“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ კუციაკი და მისი მეგობარი გოგო სწორედ ამ სოფელში მოკლეს. მანამდე, სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ჟურნალისტის მკვლელობის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ მთავრობა მილიონ ევროს გადაიხდის. რაც შეეხება მკვლელობის ვერსიას, მედიაში სხვადასხვა მოსაზრებები ვრცელდებოდა. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ჟურნალისტი, შესაძლოა, იტალიური მაფიის წევრებმა მოკლეს. ასევე, სლოვაკეტის კულტურის მინისტრმა, მარეკ მადარიკმა ჟურნალისტის მკვლელობის გამო თანამდებობა დატოვა. მისი განცხადებით, მისთვის იმდენად შოკისმომგვრელი იყო თავის ქვეყანაში ჟურნალისტის მკვლელობა, რომ მთავრობაში მუშაობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებს. შეგახსენებთ, სლოვაკეთში გამომძიებელი ჟურნალისტი, იან კუციაკი და მისი მეგობარი გოგო მოკლეს. სლოვაკეთის პოლიციის ცნობით, მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, რაც სავარაუდოდ, ჟურნალისტის საქმიანობას უკავშირდება.
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)