08:30 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-28 16:36:23, 1483 ნახვა

საზოგადოება
ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის საკითხს ხვალ, IPRM-ის მორიგ შეხვედრაზე განიხილავენ

საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით,  ერგნეთში ხვალ  ინციდენტების პრევენციისა და მათზე  რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა გაიმართება, სადაც არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემისა და მასთან ერთად დაკავებული ორი მოქალაქის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლიდ საკითხი განიხილება.

ჯანელიძის თქმით, ყველაფერი კეთდება, რათა  სასურველი შედეგი დადგეს:

 "აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით უზრუნველყოფილი იყოს რუსეთის მხრიდან 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, მოხდეს ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია, შეიქმნას საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები,დაშვებულ იქნას საერთაშორისო ადამიანის უფლებათა მონიტორები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.ამ საკითხებს ჩვენ განვიხილავთ ჟენევის ფორმატში  და შემდეგ რაუნდზე იქნება ეს საკითხები განხილული.ხვალ გაიმართება ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის შეხვედრა ერგნეთში.ჩვენ მოველით, რომ საერთაშორისო საზოგადოების შესაბამისი ჩართულობით უზრუნველყოფილი იქნება ეფექტური გამოძიება საქართველოს შესაბამისი უწყებების მხრიდან და საჭიროების შემთხვევაში საერთაშორისო ჩართულობა იქნება უზრუნველყოფილი.ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, ჩვენს ხელთ არსებულ ყველა დიპლომატიურ ბერკეტს გამოვიყენებთ იმისათვის, რომ ეს წნეხი გაგრძელდეს და მიღწეულ იქნას ის შედეგები, რომელსაც მოველით.ჩვენ ყოველწუთიერ რეჟიმში ვართ კონტაქტზე და ვცდილობთ, დაუყოვნებლივ მოხდეს როგორც მიცვალებულის გადმოცემა, ასევე ორი მოქალაქის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის შესაძლებლობის უზრუნველყოფა. ამ ეტაპზე ისინი ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებიან, თუმცა მათ არ აქვთ ე.წ. საბუთები, რაც მისცემთ შესაძლებლობას, დატოვონ ოკუპირებული ტერიტორია და გადმოვიდნენ კონტროლირებად ტერიტორიაზე",-განაცხადა ჯანელიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics