00:46 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-28 14:59:18, 590 ნახვა

რეგიონი
ზაალ მიქელაძე პროექტის - „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ ფარგლებში, სამუშაო შეხვედრას დაესწრო

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და მინისტრის პირველი მოადგილე რუსუდან შავიშვილი, „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ პროექტის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ.

„დღეს ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს განვიხილავთ, რომელიც გულისხმობს ბავშვებსა და ახალგაზრდებში ძალადობის პრევენციას. პროცესში არასამთავრობო სექტორთან ერთად ჩართულია შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგები. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის მონაწილეობა მიიღოს პროექტის განხორციელების პროცესში, რამაც უნდა უზრუნველყოს მოზარდებში ძალადობისა და ბულინგის შემთხვევების შემცირება“, - აღნიშნა ზაალ მიქელაძემ სიტყვით გამოსვლისას.

პროექტის მიზანია ოჯახში ძალადობის, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობისა და დაცვის სისტემის გაუმჯობესება. სამუშაო შეხვდერის მიზანს პროექტის 1 წლის შედეგების გაცნობა-შეჯამება და ძალადობისგან ბავშვთა დაცვის გაუმჯობესებისათვის თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა წარმოადგენდა.

შეხვედრას ბავშვთა დაცვის სფეროს ადგილობრივი უწყებების ხელმძღვანელი და გადაწყვეტილების მიმღები პირები ესწრებოდნენ. პროექტის ფარგელბში დაფუძნებული ბავშვთა და ახალგაზრდების ადვოკატირების ცენტრები მუშაობს თბილისში, ბათუმსა და ზუგდიდში. ცენტრები მულტიდისციპლინური და მულტისექტორული მომსახურების მიწოდებით, ეხმარებიან ძალადობის მსხვერპლ და რისკის ქვეშ მყოფ ბავშვებს და ახალგაზრდებს, რათა უზრუნველყონ მათი უსაფრთხოება, უფლებების დაცვა და რეაბილიტაცია. ბათუმის ადვოკატირების ცენტრი ფუნქციონირების შოთა რუსტაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის კლინიკის ბაზაზე. პროექტს ახორციელებს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი, საზოგადოებრივ ორგანიზაცია „სთეფ ფორვარდთან“, რეაბილიტაციის და განვითარების სამეოქმედო ცენტრ „თანაზიართან“ და ბავშვის საერთაშორისო ბიუროსთან ერთად. პროექტის ერთ-ერთი ასოცირებული პარტნიორია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics