04:45 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-28 14:44:39, 1790 ნახვა

ეკონომიკა
33 მილიონი ლარი სტარტაპების მხარდასაჭერად - „სტარტაპერი“ ერთი წლის შედეგებს აჯამებს

33 მილიონი ლარი დამწყები ბიზნესების მხარდასაჭერად და პროგრამის მონაწილე 12 000 სტარტაპი - ასეთია თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერის" ერთწლიანი საქმიანობის შედეგები.

პროგრამა, რომელიც თიბისი ბანკმა ზუსტად ერთი წლის წინ დამწყები კომპანიების მხარდასაჭერად წამოიწყო, დღეს უკვე 12 000, სხვადასხვა მიმართულების სტარტაპს აერთიანებს. თიბისი იყო პირველი ბანკი საქართველოში, რომელმაც სტარტაპერებს სტარტაპსესხი და მათ საჭიროებებზე მორგებული არაფინანსური პროდუქტები  შესთავაზა. 

ერთი წლის განმავლობაში, „სტარტაპერის" მიერ ორგანიზებულ ტრენინგებსა და მასტერკლასებს 500-ზე მეტი დამწყები კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო. მედიასა და სოციალურ ქსელში კი სტარტაპებზე 200-ზე მეტი სტატია, ბლოგი, სატელევიზიო რეპორტაჟი, ვიდეო, გიფი... მომზადდა.

დღეს პროგრამა „სტარტაპერი" 4 ძირითად მიმართულებას აერთიანებს: საბანკო პროდუქტები, სტარტაპშეთავაზებები, სტარტაპგანათლება, მედიამხარდაჭერა. შეთავაზებული ფინანსური და არაფინანსური სერვისებით დამწყები კომპანიების წარმომადგენლებმა სხვადასხვა სექტორში მიაღწიეს წარმატებას. მათ შორისაა: სამშენებლო სექტორი, ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის წარმოება, ტრანსპორტირება, ლოჯისტიკა, ჯანდაცვა, ტექნოლოგიები, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა და სხვა.

პროგრამას ცოტა ხნის წინ კიდევ ორი ახალი პროდუქტი -  სტარტაპ-აგროსესხი და სტარტაპსესხი სასტუმროებისთვის დაემატა და სტარტაპერებს სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის მიმართულებითაც მიეცათ განვითარების შესაძლებლობა.

სხვადასხვა მსხვილ კომპანიასთან პარტნიორობის შედეგად „სტარტაპერმა" შექმნა სპეციალური სტარტაპპროდუქტები, რომლებიც დამწყები კომპანიის წარმომადგენლებს მათთვის საჭირო რესურსებზე წვდომასა და ამ რესურსებზე მნიშვნელოვან ფასდაკლებას სთავაზობს. „სტარტაპერს" 1 წლის განმავლობაში შემოუერთდნენ „სოკარი", „ჯეოსელი", „სიქლნეტი" და „თიბისი დაზღვევა". პარტნირობა უახლოეს მომავალში კიდევ არაერთ კომპანიასთან იგეგმება.

პროგრამის ყველა მიმართულების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „სტარტაპერის" ვებგვერდზე www.startuperi.ge, სადაც ასევე განთავსებულია კატალოგი პროგრამაში მონაწილე  სტარტაპების შესახებ.

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics