08:10 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-28 11:11:26, 1671 ნახვა

საზოგადოება
თბილისში „ზებრა გადასასვლელებზე“ ლედგანათებები დამონტაჟდება

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ქვეითად მოსიარულეების უფლებების დაცვასა და მათ უსაფრთხოებაზე ისაუბრა.

მერის თქმით, იმისათვის, რომ ქვეითთა უსაფრთხოება იყოს დაცული, ინფრასტრუქტურული მიმართულებით შესაბამისი ნაბიჯებია გადასადგმელი.

კალაძემ გამგებლებს დაავალა, თავიანთ რაიონებში ყველა ლოკაცია დააფიქსირონ, სადაც ქვეითად მოსიარულეებს გადაადგილების პრობლემა გააჩნიათ.

მან ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის საკითხზეც ისაუბრა.

"მოგეხსენებათ, რომ ჩვენ დავიწყეთ სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელება, რომელიც ორიენტირებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე და ქვეითთა უსაფრთხო გადაადგილებაზე. საზპგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით ჩვენ წელს ახალ, ევროპული ტიპის 100 ერთეულ ავტობუსს შემოვიყვანთ. ეს რა თქმა უნდა საკმარისი არ არის, თუმცა მომდევნო წლების განმავლობაში  სრულად მოხდება ჩანცვლება ახალი ავტობუსების შემოყვანით. გარდა ამისა, ქვეითების უფლებები უნდა იყოს მაქსიმალურად დაცული. ჩვენ ქალაქში გვაქვს გამოკვეთილი კონკრეტული ადგილები, სადაც ფეხით გადასვლა შეუძლებელია, რადგან არ არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა. გამოვლენილი გვაქვს 100-ზე მეტი ლოკაცია, სადაც უნდა მოეწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა - დახაზვითი სამუშაოები, დაყენდეს შუქნიშნები. აქვე მინდა გამგებლებს დაგავალოთ, თქვენს რაიონებში იდენტიფიცირება გაუკეთოთ ასეთ ადგილებს და მოგვაწოდოთ ეს კონკრეტული ლოკაციები, რომ ჩვენი მხრიდან განხორციელდეს შესაბამისი სამუშაოები. ასევე სავალდებულო არის, რომ გადასასვლელ ზებრებზე დავაყენოთ ლედგანათებები, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებშია, რომ მთლიანად ეს ყველაფერი იყოს მოწესრიგებული", - განაცხად კახა კალაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics