11:05 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-28 09:03:40, 1998 ნახვა

პოლიტიკა
გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში მონიტორინგის მიზნით შესაღწევად ძალისხმევას გააგრძელებს

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლეს კომისარს ზეიდ რაად ალ-ჰუსეინს შეხვდა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ადამიანის უფლებების დაცვისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებას, რომლის მორიგი გამოხატულებაა საოკუპაციო რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება და ასევე საქართველოს ორი მოქალაქის დაკავების ფაქტი.

გაერო-ს უმაღლესმა კომისარმა კიდევ ერთხელ დაადასტურა გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისის პოზიცია მომხდარის შესახებ სარწმუნო და გამჭირვალე გამოძიების ჩატარების აუცილებლობის შესახებ. აღინიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ოფისი შემდგომშიც გააგრძელებს აღნიშნული პროცესზე დაკვირვებას.

კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების არსებობისა და აღნიშნულ ტერიტორიებზე გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის დაშვების აუცილებლობას. უმაღლესმა კომისარმა დააფიქსირა, რომ ის კვლავ გააგრძელებს ძალისხმევას აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში შეღწევისთვის ადამიანის უფლებების მონიტორინგის მიზნით.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ რეზოლუცია, რომელიც გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ პირველად გასულ წელს მიიღო, გამოითქვა იმედი, რომ აღნიშნული რეზოლუცია, რომელიც წელს ასევე განიხილება მხარდაჭერილი იქნება წვერი ქვეყნების მიერ და მასში ადეკვატურად აისახება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მხრივ არსებული რთული ვითარება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2 000 ლარს, ხოლო დაღუპულთა ოჯახების წევრები 1 000 ლარს მიიღებენ
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
CNN: კრემლი პუტინის უსაფრთხოებას აძლიერებს შეთქმულებისა და შიდა არასტაბილურობის შესახებ ჭორების ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics