08:10 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-27 17:56:18, 1872 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში პირველად, გეოდინამიკური მდგომარეობის საფუძვლიანი შესწავლა მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში გეოდინამიკური პროცესების შეფასების მიზნით, ყველა უბნის საფუძვლიანი შესწავლა მიმდინარეობს. მსგავსი ტიპის გეოლოგიური და ჰიდროლოგიური კვლევები რაიონის მასშტაბით პირველად ტარდება. 

ზღვის უბნის მე-4 მიკრორაიონის მე-5 ა კორპუსთან მიმდინარე საველე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო.

„ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისთვის საფუძვლიანი გეოლოგიური კვლევების ჩატარებას დიდი მნიშვნელობა აქვს. რაიონში არსებული ყველა ფერდობის, 11 ლოკაციის - სულ 120 ჰა ტერიტორიის შესწავლა პირველად მოხდება,  რაც საშუალებას მოგვცემს ზუსტად განვსაზღვროთ, სად არის საჭირო პრევენციული ზომების მიღება და სად დგას ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა. აქამდე, მეწყერსაშიშ ზონებზე ზოგადი ინფორმაცია გვქონდა, კვლევის დასრულების შემდეგ კი, რაიონში არსებული მეწყრული პროცესების შესახებ დეტალური ინფორმაცია გვექნება“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა. 

პროექტის ფარგლებში, გეოდინამიკური პროცესების შესწავლა მოხდება ზღვის უბნის მე-3, მე-4 მიკრორაიონებსა და შეშელიძის ქუჩებს შორის არსებული ფერდობის, ბეჟანიშვილის, ილურიძის, ლომთათიძის, ინანიშვილის, ღუდუშაურის, ღრმაღელეს, ურიდიას, სანერგეს, სვანეთის, ბენდელიანის ქუჩების მიმდებარედ არსებული ფერდობების. ასევე, გეოლოგიური და ჰიდროლოგიური კვლევები ჩატარდება ხევძმარის, გვაზაურის, ლოტკინის მთისა და სვანეთის ქუჩის მიმდებარე ხევებში. 

კვლევას ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით, შპს „გიმი“ აწარმოებს. საბოლოო შედეგებსა და შესაბამის დასკვნას კონტრაქტორი კომპანია აპრილში წარმოადგენს. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics