07:33 - 10 May, 2026
|
2018-02-27 14:14:29, 2073 ნახვა
საზოგადოება
დიდუბის გამგებლის ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრში საქონლის დიდი ნაწილი ხანძარს გადაურჩა
დიდუბის რაიონის გამგებლის ირმა ზავრადაშვილის ინფორმაციით, შპს "თერგის" მეორე და პირველ სართულებზე საქონლის დიდი ნაწილი ხანძარს გადაურჩა. როგორც ზავრადაშვილმა აღნიშნა, მოვაჭრეების ბაზრობის ტერიტორიაზე შეშვება ამ ეტაპზე შეუძლებელია. "მეხანძრეების შემდეგ ტერიტორიაზე ექსპერტ-კრიმინალისტების 30 კაციანი ჯგუფი უნდა შევიდეს და შეაფასონ რამდენად უსაფრთხოა იქ ხალხის შეშვება და საგამოძიებო პროცესებს ხელი არ უნდა შეეშალოს",- აღნიშნა გამგებელმა და დასძინა, რომ ძირითადად მეორადი საქონლის ნაწილი განადგურდა. მისივე თქმით, ბაზრობის ადმინისტრაციასთან შეხვედრაშიც მონაწილეობდა, სადაც დაზარალებულთა ინდივიდუალური დახმარების გეგმა განიხილეს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)