11:05 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-26 21:23:59, 2268 ნახვა

პოლიტიკა
სოზარ სუბარი: ულტიმატუებით რომ ოკუპანტთან ლაპარაკი გამოდიოდეს, დიდი ხნის წინ დაბრუნებული გვექნებოდა ჩვენი ტერიტორიები

ნატახტარში, სადაც არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებია ქციას მართავენ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრიც იმყოფება.

 „ულტიმატუმები კიარა, ერთნი ვართ ჩვენ, რა ულტიმატუმები უნდა წამოგვიყენონ, როცა ტკივილშიც ერთნი ვართ და სამშობლოს სიყვარულშიც ერთნი ვართ. ულტიმატუებით რომ ოკუპანტთან ლაპარაკი გამოდიოდეს, დიდი ხნის წინ დაბრუნებული გვექნებოდა ჩვენი ტერიტორიები და არც ახალგაზრდა და არც ხანში შესული არ იქნებოდა გარდაცვლილი, ომში ვართ“,-აღნიშნა სუბარმა.

„დღე არ გავა, რომ რუსეთის მანქანამ არ გაიაროს  აქ. თუ ომის მდგომარეობაა, რას დადიან ვერ გავიგე. ჩემი შვილი თავის სახლში შევიდა, იქ მომიკლეს. იმის უფლება არა ჰქონდა და ამათ აქვთ უფლება რომ ესე ითარეშონ აქ,“-განაცხადა არჩილ ტატუნაშვილის მამამ.

შეგახსენებთ, 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა ჩვენი 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში უკანონოდ დააკავა. 23 თებერვალს  კი, ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებამ ცხედრის გადმოცემაზე დღეს  უარი თქვა.

ე.წ. ხელისუფლების ინფორმაციით, პირველადი დათვალიერებით სიღრმისეული ექსპერტიზა ვერ ჩატარდა, რის გამოც მათ რუსეთის საექსპერტო ბიუროს მიმართეს. აღნიშნულ პროცესს კი, მათივე თქმით, რამდენიმე დღე დასჭირდება.

რაც შეეხება ტატუნაშვილთან ერთად დაკავებულ საქართველოს ორ მოქალაქეს, ისინი ჯერ კიდევ ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე იმყოფებიან და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ვერ ახერხებენ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2 000 ლარს, ხოლო დაღუპულთა ოჯახების წევრები 1 000 ლარს მიიღებენ
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics