2015-05-16 11:34:25, 1894 ნახვა
მსოფლიო
ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი მამაკაცზე დაქორწინდა
ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი ხავიერ ბეტელი მამაკაცზე დაქორწინდა.
42 წლის ბეტელმა თავის პარტნიორთან, 36 წლის ბელგიელ არქიტექტორთან გოტიე დესტნესთან ურთიერთობა ოფიციალურად პარასკევს გააფორმა. ცერემონია ლუქსემბურგის დედაქალაქის მერიაში გაიმართა და დახურული იყო.
შაბათ-კვირას კი წყვილი 500–კაციანი ქორწილის გადახდას აპირებს.
ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი ევროკავშირში პირველი, ხოლო მსოფლიოში მეორე მთავრობის მეთაური გახდა, ვინც ერთსქესიან ქორწინებაში იმყოფება.
საქორწინო ცერემონიაზე ბელგიისა და ესტონეთის პერემიერ-მინისტრებიც იყვნენ.
ხავიერ ბეტელი მთავრობას სათავეში 2013 წლიდან უდგას. ლუქსემბურგის პარლამენტმა ერთსქესიანი ქორწინება 2014 წლის ივლისში მიიღო.
პირველი მსოფლიო ლიდერი, ვინც ერთსქესიანი ურთიერთობა ოფიციალურად დააკანონა, ისლანდიის პრემიერ-მინისტრი იოჰანა სიგურდარდოტირია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან