11:05 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-26 09:58:50, 1985 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მიქაუტაძე: ვფიქრობ, პრემიერს არ ჰქონდა სრულყოფილი ინფორმაცია ამ საკითხებთან დაკავშირებით

„ვფიქრობ, შესაძლოა, მას  არ ჰქონდა სრულყოფილი ინფორმაცია ამ საკითხებთან დაკავშირებით“,-ასე ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე  საბჭოს მიერ 44 მოსამართლის უვადოდ გამწესების საკითხზე პრემიერის განცხადებას.

მიქაუტაძის თქმით, დღეს სასამართლო  ხელისუფლება გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს:

„მოვისმინე პრემიერის განცხადება და ვფიქრობ, შესაძლოა, მას  არ ჰქონდა სრულყოფილი ინფორმაცია ამ საკითხებნთან დაკავშირებით, არ მიაწოდეს სრულყოფილი ინფორმაცია. სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია და დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს.ის ვერ იქნება ვერც ერთი ხელისუფლების დაქვემდებარებაში. საზოგადოებაში არსებობს მოსაზრება და განწყობა,რომ მოსამართლე გიორგი გოგინაშვილი  არ უნდა დანიშნულიყო უვადოდ იმის გამო, რომ მას განხილული აქვს სერგო თეთრაძის საქმე.

საბჭოს უნდა შეეფასებინა,  იყო თუ არა მისი გადაწყვეტილება კანონიერი, საქმე ეხება აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს და ბრალდებული თეთრაძე წარდგენილი იყო სასამართლოში ჯაშუშობის ბრალდებით და არ არსებობს პრეცედენტი, რომელიც ასეთ მძიმე ბრალდებაზე სხვა სახის აღკვეთის ღონისძიება იქნება გამოყენებული და რა თქმა უნდა მოსამართლემ პატიმრობა გამოიყენა.რაც შეეხება იმ ბრალდებას, რომ მოსამართლე ყურადღებას არ აქცევდა, რომ ბრალდებულის მიმართ იყო არასათანადო მოპყრობა განხორციელებული, საქმე ეხება 4 ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების განხილვას, მათ ჰყავდათ ადვოკატები და სასამართლო პროცესზე ასეთი საკითხი არ დამდგარა და მოსამართლის მიმართ ასეთი პრეტენზია არავის დაუყენებია“,-განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 44 მოსამართლის უვადოდ გამწესების საკითხზე განცხადება გაავრცელა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, რამდენიმე მოსამართლესთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ საზოგადობაში კითხვები გააჩინა და ეს კითხვები მმართველ გუნდშიც არსებობს.   

"მათ შორის, მძიმეა რეაქცია სულხან მოლაშვილის საქმის განმხილველი მოსამართლის მანუჩარ კაპანაძის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, აუცილებელია და ძალიან მნიშვნელოვანია, ამ კითხვებს გაეცეს დასაბუთებული, საჯარო პასუხი. სამართლიანობის განცდა არის საფუძველთა საფუძველი, რომელზეც შენდება დემოკრატიული და სამართლიანი სახელმწიფო. რა თქმა უნდა, ყველა აცნობიერებს, რომ ინსტიტუციონალური გადაწყვეტილებები ყოველთვის თანხვედრაში ვერ იქნება საჯარო აღქმებთან, თუმცა არსებობს განსაკუთრებული შემთხვევები, რომლებიც ღირებულებებს ეხება და მთელ ერს აერთიანებს. სწორედ ღირებულებებისთვის ბრძოლამ გააერთიანა ჩვენი ერი და ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით მოიპოვა გამარჯვება „ქართულმა ოცნებამ". ჩვენ ვალდებულნი ვართ, ამ მიღწევას გავუფრთხილდეთ და არავითარ შემთხვევაში არ დავტოვოთ უპასუხოდ საზოგადოების კითხვები, რომლებიც აბსოლუტურად ლეგიტიმურია. იმედი მაქვს, რომ „ქართული ოცნება" საკუთარ თავში იპოვის ძალას, რომელიც მისცემს საშუალებას ჩვენს ქვეყანას განამტკიცოს ის მონაპოვარი, რომელიც მოგვიტანა რამდენიმე წლიანმა ბრძოლამ და 2012-მა წელმა", - ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2 000 ლარს, ხოლო დაღუპულთა ოჯახების წევრები 1 000 ლარს მიიღებენ
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
CNN: კრემლი პუტინის უსაფრთხოებას აძლიერებს შეთქმულებისა და შიდა არასტაბილურობის შესახებ ჭორების ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics