07:59 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-25 12:46:08, 1714 ნახვა

საზოგადოება
"ევროპული საქართველოს" წევრები საბჭოთა რეპრესიების მუზეუმის შექმნის ინიციატივით გამოდიან

საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის დღეს პარტია ევროპული საქართველოს - მოძრაობა თავისუფლებისთვის წევრები თბილისში ინგოროყვას 22-ში მდებარე შენობაში საბჭოთა ოკუპაციისა და რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნის მუზეუმის შექმნის ინიციატივით გამოვიდნენ. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო ოკუპაციის დაწყებისთანავე ამ შენობაში საბჭოთა საგანგებო კომისია (ე.წ. ჩეკას)  განთავსდა.

პარტიის წევრის გიორგი კანდელაკის თქმით, მოცემული შენობა ერთადერთია საქართველოში, რომლის სარდაფშიც ჯერ კიდევ შემორჩენილია იმდროინდელი საკნები, რომელთა ნაწილში საქართველოს დამოუკიდებლობის იდეისთვის რეპრესირებული პატრიორების მიერ გაკეთებული წარწერების ამოკითხვაცაა შესაძლებელი. სხვადასხვა დოკუმენტებიდან ცნობილია რომ სწორედ „ჩეკას“ საპატიმროდან დასახვრეტად მრავალი მამულიშვილი გაიყვანეს.

ამ შენობის სარდაფში განთავსებულ საკნებში სხვადასხვა დროს საბჭოთა ოკუპანტებს დატყვევებული ყავდათ ისეთი მოღვაწეები როგორებიც იყვნენ კათალიკოს-პატრიარქი ამბროსი ხელაია, მიხეილ ჯავახიშვილი, გენერალი გიორგი მაზნიაშვილი, ნოე ხომერიკი, სპირიდონ კედია, ოფიცერი სოლომონ ანდრონიკაშვილი (რომელიც აქვე მოკლეს) და სხვები.

პარტიის თავმჯდომარისა და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, შესაძლებელია საწყის ეტაპზე მოხდეს მხოლოდ სარდაფის და ყოფილი საკნების კონსერვაცია და მოწყობა.

ევროპული საქართველოს წევრებმა ასევე გვირგვინებით შეამკეს რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის თბილისის დაცვის ბრძოლაში დაღუპული ინკრებისა და სხვა მებრძოლების ხსოვნის მემორიალი კოჯორში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics