23:06 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-24 16:00:22, 666 ნახვა

რეგიონი
კურორტებს „შკლარსკა პორემბასა“ და „გოდერძს“ შორის ურთიერთთანამშრომლობას ჩაეყარა საფუძველი

აჭარის დელეგაციის წარმომადგენლები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით, პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში, კურორტ შკლარსკა პორემბას ეწვივნენ. მათ ქალაქის მერთან მიროსლაუ გრაფისთან და ხელმძღვანელ პირებთან ერთად კურორტი დაათვალიერეს, მის ტურისტულ პოტენციალსა და სტრუქტურას გაეცნენ. 

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაიმართა  კურორტზე არსებული სპორტული და განთავსების ობიექტების, ასევე, სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურის პრეზენტაცია. დელეგაციის წევრები ქვემო სილეზიის ინოვაციისა და მეცნიერების პარკის წარმომადგნელებს შეხვდნენ. ზურაბ პატარაძემ მადლობა გადაუხადა პოლონურ მხარეს საინტერესო დახვედრისათვის და ორ რეგიონს შორის საინტერესო, მზარდ ურთიერთობებზე ისაუბრა. მისი თქმით,  ჩვენს ქვეყნებს შორის ასეთი მჭიდრო კავშირები განსაკუთრებული ურთიერთობების დასტურია, რასაც უდიდესი განვითარების პერსპექტივა აქვს.

ქვემო სილეზიის ინოვაციისა და მეცნიერების პარკსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს შორის ხელი მოეწერა განზრახვის წერილს, რომელიც მიზნად ისახავს ზამთრის საკურორტო ცენტრებს- პოლონეთის შკლარსკა პორემბა იაკუშეცის და საქართველოს კურორტ ,,გოდერძის" შორის თანამშრომლობის ჩამოყალიბებას.

თანამშრომლობის მიზანს წარმოადგენს ქვემო სილეზიისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობას შორის ფიზიკური აქტივობების დაგეგმვა, რეგიონების სპორტისა და ტურიზმის სფეროების პოპულარიზაცია. ასევე, პრევენციული ზომების შემუშავება და გატარება.

განზრახვის წერილს პოლონური მხრიდან ხელი მოაწერა ქვემო სილეზიის ინოვაციისა და მეცნიერების პარკის დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტმა, სებასტიან კონცკიმ, ხოლო ჩვენი მხრიდან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირების სამსახურის უფროსმა, მიხეილ კოპლატაძემ.

 ხელმოწერის ცერემონიალის დასრულების შემდეგ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივი პრესის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა. მედიის დაინტერესება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკით საკმაოდ მაღალია. ინტერესის სფერო ტურიზმის გარდა ჩვენი რეგიონის საინვესტიციო პოტენციალია. აჭარის სანაპირო ზოლი, ტურიზმი და ახალი მიმართულებები, სამთო-სათხილამურო კურორტები, გოდერძი და გომარდული, სოფლის მეურნეობის დარგში დაგეგმილი პროექტები, ბათუმის პორტი და ტვირთების ტრანზიტი - ამ და სხვა თემებზე ზურაბ პატარაძემ პოლონურ მედიას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics