|
2018-02-23 19:48:36, 2351 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს საავიაციო ხელისუფლებებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა
2018 წლის 22-23 თებერვალს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს საავიაციო ხელისუფლებებს შორის ,,საქართველოს მთავრობასა და საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების" ტექსტზე მოლაპარაკებები გაიმართა. მოლაპარაკებების დასრულების შემდგომ მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ორივე მხარის ავიაკომპანიებს საშუალებას მისცემს, მთავრობათაშორისი შეთანხმების ხელმოწერამდე პირდაპირი რეგულარული ფრენები განახორციელონ და კომერციული ხელშეკრულებები გააფორმონ. მოლაპარაკებების ფარგლებში მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც საავიაციო სფეროში დადგენილ საერთაშორისოდ აღიარებულ ლიბერალურ პრინციპებს ეფუძნება. შეთანხმების პროექტის მიხედვით, შეუზღუდავია დანიშნული ავიასაწარმოების რაოდენობა, ტევადობა და სიხშირე. ამასთან, ავიასაწარმოებს საშუალება ეძლევათ, თავად განსაზღვრონ ტარიფები, საჰაერო მიმოსვლა კი შესაძლებელი იქნება ქვეყნების ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ პუნქტებს შორის, საიდანაც ხორციელდება (შეიძლება განხორციელდეს) საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა. მხარეებს შორის ორმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმების უახლოეს მომავალში გაფორმება სამართლებრივ საფუძველს შექმნის საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის პირდაპირი ფრენების დასაწყებად, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღმავებას. იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო წლების განმავლობაში საუდის არაბეთიდან საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა რეკორდულად იზრდება, მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველოს სტუმრობდნენ საუდის არაბეთის ავიახაზების წარმომადგენლები, რომლებიც დაინტერესებულები არიან სამომავლო თანამშრომლობით. (NS)
89 წლის ასაკში ნორვეგიის მეფე ჰარალდ V გარდაიცვალა
ტრამპმა პირადად გააგზავნა CIA-ს ხელმძღვანელი პუტინთან, რათა დაერწმუნებია ომის დასრულებაზე, სანამ რუსეთში ვითარება კიდევ უფრო გამძაფრდება -The Wall Street Journal
სევასტოპოლში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას დრონი დაეჯახა., ოთხი ადამიანი დაშავდა
ყაველაშვილმა პროევროპული და ანტისამთავრობო აქციების რამდენიმე მონაწილე შეიწყალა
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაშივიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)