2018-02-23 18:37:40, 2322 ნახვა
სამართალი
თბილისში, ლეკვის სადისტურად მოკვლის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
ლოტკინზე ლეკვის სადისტურად მოკვლის ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოში გამოძიება ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს.
„სოციალურ ქსელში გავრცელდა დასახიჩრებული და მკვდარი ცხოველის ფოტომასალა, რის საფუძველზეც პოლიციამ დაუყოვნებლივ დაიწყო აღნიშნული შეთხვევის შესწავლა“, - აცხადებენ შსს-ში.
ავტორი: ,