2018-02-23 12:23:58, 2724 ნახვა
მსოფლიო
არგენტინაში რუსეთის საელჩოდან 400 კილოგრამამდე კოკაინი ამოიღეს
არგენტინის დედაქალაქ ბუნოს-აირესში მდებარე რუსეთის საელჩოდან 400 კილოგრამამდე კოკაინი ამოიღეს.
Abcnews-ის ინფორმაციით, საქმეს არგენტინისა და რუსეთის მხარეები ერთობლივად ერთი წლის განმავლობაში იძიებდნენ.
გამოძიება 2016 წელს დაიწყო, როცა არგენტინაში რუსეთის ელჩმა ქვეყნის ხელისუფლებას მოსალოდნელი ნარკოდანაშაულის შესახებ ინფორმაციით მიმართა.
მაშინ, ელჩის თქმით, ნარკომოვაჭრეები ბუენოს-აირესის საელჩოდან 16 შეკვრა კოკაინის დიპლომატიურ დელეგაციასთან ერთად გატანას გეგმავდნენ.
ერთობლივი გამოძიების ფარგლებში 5 ადამიანი, მათ შორის ადგილობრივიო პოლიციის 1 თანამშრომელი დააკავეს, ხოლო საელჩოში 389 კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინეს.
ავტორი: ,