2018-02-23 09:46:25, 2627 ნახვა
მსოფლიო
მოსკოვის „სპარტაკისა“ და ბილბაოს „ატლეტიკოს“ გულშემატკივრებს შორის დაპირისპირებას პოლიციელი ემსხვერპლა
ესპანეთის ქალაქ ბილბაოში, სტადიონზე, საფეხბურთო მატჩამდე მომხდარ შეტაკებას პოლიციელი ემსხვერპლა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, რუსული გუნდი "სპარტაკის" 400 გულშემატკივარმა, რომელიც “ბილბაოს” სტადიონთან უბილეთოდ მივიდა, ბოთლები და ფაიერები დაუშინა ბასკური დაჯგუფება Herri Norte-სწევრებს. არეულობაში პოლიციაც ჩაერია.
დაშავებული პოლიციელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
პოლიციამ ხუთი ადამიანი დააკავა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
ავტორი: ,