13:32 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-22 19:53:56, 2773 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივების საკითხს 26 თებერვალს განიხილავს

რუსეთისთვის სანქციების გახანგრძლივების საკითხს ევროკავშირი 26 თებერვალს განიხილავს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი' ევროკავშირის ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება.

"სანქციების გახანგრძლივების საკითხის განხილვა დღის წესრიგით არის გათვალისწინებული", - განაცხადა მაღალჩინოსანმა.

მანამდე სხვადასხვა მედია საშუალებები წერდნენ, რომ სანქციების გახანგრძლივების საკითხი უკვე გადაწყვეტილია.

ცნობისთვის, 14 დეკემბერს ევროკავშირის გადაწყვეტილებიტ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. სხვა შემთხვევაში სანქციების ვადა 2018 წლის იანვრის ბოლოს იწურებოდა. ამჟამად საუბარია რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეების და იურიდიული პირების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გახანგრძლივებაზე.

რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აშშ-მა და ევროკავშირმა 2014 წელს ყირიმის შეერთებისა და შემდეგ, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით მიმდინარე კონფლიქტის გამო დააწესეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics