|
2018-02-22 19:22:32, 2070 ნახვა
საზოგადოება
„მუშა, რომელიც ჯერ არ მომკვდარა მე ვარ“ - ხვალ, თბილისში შრომის უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით აქცია გაიმართება
23 თებერვალს, 17:00 საათზე, თბილისის ცენტრალურ გამზირზე მუშათა მსვლელობა გაიმართება, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან აცნობეს. როგორც პროფკავშირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სხვადასხვა რეგიონსა და საწარმოებში დასაქმებულები თბილისში საგანგებოდ საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის ჩამოვლენ და სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების დაცვას მოითხოვენ. "აქციას ლოზუნგი აქვს "მუშა რომელიც ჯერ არ მომკვდარა მე ვარ"! დავიცვათ ერთად დასაქმებულთა სიცოცხლე, შემოუერთდით - საპროტესტო მსვლელობას ვარდების მოედნიდან პარლამენტის შენობისკენ, ერთად დავიცვათ სიცოცხლის უფლება! აქციის ორგანიზატორი საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაა. პროფკავშირების მონაცემებით შრომის ინსპექციის გაუქმებიდან დღემდე საწარმოო უბედური შემთხვევის შედეგად დღეის მონაცემებით 488 ადამიანი დაიღუპა და 800 ზე მეტი დაშავდა. პროფკავშირები პარლამენტისა და მთავრობისგან ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნას და მაღალი სტანდარტის რეგულაციების დაწესებას მოითხოვენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)