03:14 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-22 16:33:54, 1744 ნახვა

ეკონომიკა
New Balance-ისა და Under Armour-ის ტანსაცმელს აჭარაში შეკერავენ

სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მხარდაჭერით, ფოთში „აჭარა ტექსტილის“ ახალი საწარმო გაიხსნა. 

საწარმო დღეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ „აჭარა ტექსტილის“ დამფუძნებელი ჯემალ ბილგინგულლუოღლუ და Nike Ema-ს რეგიონალური დირექტორი კანერ სოიტასი. 

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, „აჭარა ტექსტილის“  ახალი საწარმო პროდუქციას მიაწოდებს ისეთ მსხვილ ბრენდებს,  როგორებიცაა New Balance და Under Armour.  ახალ საწარმოში 3000 ადამიანი დასაქმდება. 

„როდესაც საძირკველი ჩავუყარეთ ამ ქარხნის მშენებლობას, კარგად მახსოვს, რომ მაშინ არსებობდა სკეპტიციზმი, თუ რამდენად იყო შესაძლებელი ასეთ ტრიალ მინდორში ასეთი ინვესტიციების განხორციელება ასეთ დროში. თუმცა, დღეს ჩვენ აქ ვართ და ეს არის მართლაც თვალსაჩინო მაგალითი და დადასტურება, რომ ბიზნესი ვითარდება იქ, სადაც არსებობს ამის სურვილი და სწორი ხედვა. სადაც არსებობს წარმოების რწმენა, რომ ასეთ საწარმოში ჩადებული ყოველი ლარი არა მხოლოდ აქ დასაქმებული ადამიანების, არამედ საბოლოო ჯამში, ყოველი მოქალაქის კეთილდღეობას მოხმარდება“, - განაცხადა საწარმოს გახსნის ცერემონიაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის ინიციატივით განხორციელებული რეფორმებით დასტურდება მთავრობის პრიორიტეტი, რაც ბიზნესის თავისუფლებას და ხელშეწყობას გულისხმობს, განსაკუთრებით კი რეგიონებში. 

„აჭარა ტექსტილი“ 100%-ით ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც უკვე თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო კომპანიებთან, როგორებიცაა: Nike, Adidas, Puma, Lotto, Erima და  საქართველოში შეკერილი პროდუქციის რეალიზაციას საერთაშორისო ბაზარზე ახერხებს. 

კომპანია წლიურად 10 000 000 ერთეულ პროდუქტს აწარმოებს, ხოლო ახალი მაღალი ხარისხის მანქანა-დანადგარების ამოქმედებით წარმოების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.  
კომპანიას ბათუმსა და ქობულეთში უკვე აქვს ორი სამკერვალო ქარხანა, სადაც 2500 ადამიანია დასაქმებული.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics