05:14 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-22 11:12:12, 1418 ნახვა

საზოგადოება
2018 წელი ლოგისტიკის წლად გამოცხადდა

თავდაცვის სამინისტრომ 2018 წელი უწყებაში ლოგისტიკის წლად გამოაცხადა. გადაწყვეტილება თავდაცვის მინისტრმა შეკრებილ სამხედროებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს „არმიჰოლში“ გააცნო.

ლევან იზორიას განცხადებით, რეფორმის მიზანი შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეცენტრალიზება, ავტონომიურობა, მობილურობა და შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური უზრუნველყოფის მართვისა და კონტროლის გამარტივებაა. თავდაცვის მინისტრის თქმით, თითოეული ქვედანაყოფის ხარჯებისა და რესურსების მოდელირების მიზნით ავტომატიზებული სისტემები დაინერგება, რაც უწყებას რესურსების უკეთ მართვის შესაძლებლობას მისცემს. რეფორმის ფარგლებში, ასევე, მარაგების ანალიზის, მხარდაჭერის შესაძლებლობებისა და 2018 წლის ლოგისტიკის სამოქმედო გეგმა შემუშავდა. 

პრეზენტაციას საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, ასევე, საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის სამხედრო ატაშეები დაესწრნენ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის გარდა, „შეიარაღებული ძალების ლოგისტიკის სისტემების განვითარების პრეზენტაციაზე“ სიტყვით საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, მისი პირველი მოადგილე პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა, კუბიკის (აშშ-ის თავდაცვის სისტემის გამოყენებითი ჯგუფი) პროგრამის მენეჯერი გრეგორი კანატა და აშშ-ის ევროპული სარდლობის სტრატეგიული ლოგისტიკის დირექტორის მოადგილე, კაპიტანი ბრაიან როსა გამოვიდნენ.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics