22:31 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-15 16:35:38, 440 ნახვა

საზოგადოება
განათლების სამინისტრო: აუდიტის ანგარიშის პროექტში არანაირ კანონთან შეუსაბამობაზე საუბარი არაა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ერთ-ერთი ტელეკომპანიით, გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომელიც  უწყებაში ფინანსური აუდიტის მიმდინარეობას ეხება და  რომელსაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური ახორციელებს იმისათვის, რომ პარლამენტს წარუდგინოს.  
სამინისტროში განმარტავენ, რომ სახელმწიფო აუდიტის მიერ წარმოდგენილ ანგარიშის პროექტში არანაირ კანონთან შეუსაბამო ქმედებაზე საუბარი არ არის.
ამასთან, უწყებაში აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე სახელმწიფო აუდიტს წარმოდგენილი აქვს მხოლოდ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის პროექტი და მასზე დაყრდნობით რაიმე დასკვნის გაკეთება არამართებულია.
ამასთან, უწყებაში აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე სახელმწიფო აუდიტს წარმოდგენილი აქვს მხოლოდ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის პროექტი და მასზე დაყრდნობით რაიმე დასკვნის გაკეთება არამართებულია.
 "სამინისტრომ ყველა კითხვაზე წარადგინა დასაბუთებული არგუმენტი  და ანგარიშზე ოფიციალურ კომენტარს მას შემდეგ გააკეთებს, რაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური ანგარიშის საბოლოო ვერსიას პარლამენტს წარუდგენს. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე სახელმწიფო აუდიტს წარმოდგენილი აქვს მხოლოდ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის პროექტი, რომელიც სამინისტროში გამოიგზავნა იმისათვის, რომ მათ მიერ დასმულ კითხვებზე  სამინისტროს მხრიდან მიეღოთ მოსაზრებები და არგუმენტები. ეს პროცესი ყველა სახელმწიფო უწყებაში მიმდინარეობს. ისმება კითხვები, რის შემდეგაც ორივე მხრიდან შეჯერებული არგუმენტების საფუძველზე დგება საბოლოო ანგარიში.  
ხაზგაგასმელია, რომ სახელმწიფო აუდიტის მხრიდან  ჩამონათვალი და მითითებები გასულ წელს გაცილებით მეტი იყო, მაგრამ სამუშაო პროცესში წარმოდგენილი დოკუმენტი დაიხვეწა და გასწორდა. ანალოგიური პროცესი მიმდინარეობს წელსაც.  შესაბამისად, მხოლოდ ამ მომენტისათვის არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაიმე დასკვნის გაკეთება,   გაუმართლებელია.  როგორც აღვნიშნეთ, არსებული დოკუმენტი არ წარმოადგენს იმ სახის ინფორმაციას, რომლის გასაჯაროებაც იძლეოდა რეალურ სურათს.  შესაბამისად, ტელეკომპანიის მიერ გამოყენებული მასალა არ წარმოადგენდა ანგარიშის საბოლოო ვერსიას და არც საჯარო ინფორმაციას. სწორედ, ამიტომ აღნიშნული დოკუმენტის გასაჯაროება მიგვაჩნია არამართებულ ქმედებად",-აცხადებენ განათლების სამინისტროში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics