04:09 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-21 16:36:07, 1444 ნახვა

საზოგადოება
ჯაფარიძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონში, ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ რეჟიმში ხორციელდება. ამ ეტაპზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯაფარიძის ქუჩაზე მიმდინარეობს. 

მიმდინარე სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ დაათვალიერა. 

„ჩვენ აქტიურად განვაგრძობთ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს. ამ ეტაპზე, საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოები საბურთალოს რაიონში, ხუთ მისამართზე მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობა კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებს“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.  

სამუშაოების ფარგლებში, ჯაფარიძის ქუჩაზე, ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგება მიმდინარეობს. რეაბილიტაციის შედეგად, 2205  კვ.მ ფართობის გზა განახლდება.

გზის რეაბილიტაციისთვის საბურთალოს რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 145 766 ლარი გამოიყო. პროექტს გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ჯეუ გრუპი“ ახორციელებს.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics