|
2015-05-15 16:05:34, 467 ნახვა
საზოგადოება
აჭარის მთავრობა 2013-2015 წლებში ეკომიგრანტების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჩართულობით 2013-2015 წლებში სტიქიით დაზარალებული ოჯახების დახმარების მიზნით სხვადასხვა სახის პროექტები განხორციელდა. კერძოდ, სამინისტროს მიერ მომზადდა ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარების ზოგადი წესის” თაობაზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილების პროექტი, რომელითაც განისაზღვრა დასახმარებელ ოჯახთა კონკრეტულ კრიტერიუმები, დახმარების სახეები და მოცულობა. • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, რეგიონალური განვითარებისა და სოციალური დახმარების ცენტრსა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს შორის 2014 წლის თებერვალის საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში 17 ეკომიგრანტი ოჯახისათვის შესყიდული იქნა საცხოვრებელი ფართები საქართველოს სხ/სხ რეგიონში. • ამავე პროექტით დაკმაყოფილებული ოჯახებისათვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი იქნა ფინანსური სახსრები, ბენეფიციართა ტრანსპორტირების ხარჯების დასაფარავად. • სამინისტროს აქტიური ჩართულობით განისაზღვრა მიმდინარე წლის სექტემბერში მოსული ჭარბი ნალექის შედეგად რეგიონზე მიყენებული ზარალი, რომელმაც შეადგინა 3 329 814 (სამი მილიონ სამასოცდაცხრა ათას რვაასთოთხმეტი) ლარი. ზარალის სალიკვიდაციოდ მომზადებული იქნა შუამდგომლობის პროექტი საქართველოს მთავრობის წინაშე. დღეისათვის შუამდგომლობა დაკმაყოფილებულია და მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. • სამინისტროს მიერ მოზადებული დოკუმენტაციების საფუძველზე, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სარეკომენდაციო გადაწყვეტილებით 2013 წლიდან დღემდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სარეზერვო ფონდიდან სულ გამოიყო 1 886 625 ლარი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა/რეაბილიტაციის, მიწისძვრით დაზარალებული ოჯახების ქირით უზრუნველყოფის, ტრანპორტირების ხარჯისა და ჭარბი ატმოსფერული ნალექით დაზიანებული მოსავლის კომპენსაციის მიზნით. აქედან, 2013 წელს 82 ოჯახს გაეწია ფინანსური დახმარება 568 122 ლარის ოდენობით. ბათუმი- 1 ოჯახი - 8000 ლარი; ხელვაჩაური-21 ოჯახი- 139 285 ლარი; ქობულეთი -37 ოჯახი-231 300 ლარი; ქედა-6 ოჯახი-42 329 ლარი; შუახევი- 8 ოჯახი-67 208 ლარი; ხულო- 9 ოჯახი- 80000 ლარი; 2014 წელს 941 ოჯახს გაეწია ფინანსური დახმარება 1 189 704 ლარის ოდენობით; ბათუმი- 414 ოჯახი - 302 560 ლარი; ხელვაჩაური-22 ოჯახი- 132 895 ლარი; ქობულეთი -26 ოჯახი-162 413 ლარი; ქედა-263 ოჯახი-219 478 ლარი; შუახევი- 38 ოჯახი-162 775 ლარი; ხულო- 178 ოჯახი- 209 583 ლარი. 2015 წელს 44 ოჯახს გაეწია ფინანსური დახმარება 128799 ლარის ოდენობით. ბათუმი- 2 ოჯახი - 13 418 ლარი; ხელვაჩაური-9 ოჯახი- 16200 ლარი; ქობულეთი -17 ოჯახი-30600 ლარი; შუახევი- 5 ოჯახი-34115 ლარი; ხულო- 11 ოჯახი- 34466- ლარი. • 2013-14 წლეებში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდა ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების შედეგად დაზარალებული 181 ოჯახი, აქედან: შუახევის ყოფილი საავადმყოფოს რეაბილიტირებულ შენობაში შესახლდა - 48 ოჯახი; ქედის ყოფილი საავადმყოფოს რეაბილიტირებულ შენობაში შესახლდა - 52 ოჯახი; თამარის დასახლებაში არსებულ სოციალურ სახლში შესახლდა 81 სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახი. 2015 წლისათვის ეკომიგრანტი და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის დაგეგმილია: ქედის მუნიციპალიტეტში, ყოფილი პოლიკლინიკის რეაბილიტირებულ შენობაში 12 ეკომიგრანტი ოჯახის შესახლება. • 2015 წ.დასრულდება 2 სოციალური სახლის მშენებლობა, კერძოდ: 72 ბინიანი საცხოვრებელი კორპუსი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში; 50 ბინიანი საცხოვრებელი კორპუსი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმში. • 2015 წელს დაიწყება 58 ბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა ქ. ბათუმის თამარის დასახლებაში, რომელიც უნდა დასრულდეს 2016 წელს.
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)