04:10 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-21 11:52:27, 1449 ნახვა

საზოგადოება
ბრისტოლში საქართველოს საკონსულო გაიხსნა

ბრისტოლში საქართველოს საპატიო საკონსულოს გახსნის ცერემონია გაიმართა. საქართველოს ელჩმა დიდ ბრიტანეთში თამარ ბერუჩაშვილმა  დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და  საქართველოს საპატიო კონსული, დერეკ პიკაპი წარუდგინა.ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას  თამარ ბერუჩაშვილმა ისაუბრა ბრისტოლში საპატიო საკონსულოს გახსნის მნიშვნელობაზე. ელჩმა საპატიო სტუმრების წიგნში ჩანაწერი გააკეთა და  კონსულს ამ მნიშვნელოვანი როლის განხორციელებაში წარმატებები უსურვა.

დერეკ პიკაპი მრავალი წელია ბრისტოლ-თბილისის დაძმობილების ასოციაციის თავმჯდომარე და თბილისის საპატიო მოქალაქეა.

ბრისტოლსა და თბილისს შორის დაძმობილების 30 წლისთავის აღსანიშნავად, ვიზიტის პირველ დღეს გაიმართა ყოველწლიური საზეიმო ვახშამი „ქართული სუფრა“, რომელსაც 100-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო,მათ შორის ბრისტოლის ლორდ მერი ლესლი ალექსანდრე. ვახშამზე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ქართული ეროვნული კერძები და ღვინო დაეგემოვნებინათ.

აღსანიშნავია,რომ საპატიო საკონსულოს გახსნა ხელს შეუწყობს ორ ქალაქს შორის ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღმავებას და ეკონომიკის, კულტურისა და  ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერებას.

ვიზიტის ფარგლებში, თამარ ბერუჩაშვილი და საელჩოს დესპანი ადგილობრივი ბიზნეს წრეების წარმომადგნელებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ელჩმა საქართველოს მიმზიდველი საინვესტიციო შესაძლებლობების, ეკონომიკური განვითარებისა და განხორციელებული რეფორმების შესახებ ისაუბრა. ასევე, განხილულ იქნა ქალაქებს შორის ბიზნეს-ეკონომიკური კავშირების განვითარების პერსპექტივები.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics