|
2018-02-21 11:47:26, 1542 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს აკადემიაში კრიზისული სიტუაციების მართვის საკითხებზე მომზადებული წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში პენიტენციურ სისტემაში მყოფ მოწყვლად ჯგუფებთან ურთიერთობის თემაზე მომზადებული სასწავლო სახელმძღვანელოს - „კომუნიკაცია და კრიზისული სიტუაციების მართვა დროებითი მოთავსების იზოლატორში" - პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა. აკადემიის ფსიქოლოგების მიერ მომზადებულ სახელმძღვანელოში თავმოყრილია პენიტენციურ სისტემაში ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური აშლილობის ნიშნები და შესაბამისი რისკები, სუიციდის რისკ-ფაქტორები და პრევენციაზე ორიენტირებული, პრაქტიკული რეკომენდაციები, სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფთან ურთიერთობის ძირითადი პრინციპები, პენიტენციური სტრესი და კომუნიკაციის თავისებურებები სტრესის გავლენის ქვეშ მყოფ არასრულწლოვნებთან, ასევე, კრიზისულ სიტუაციებში ფსიქოლოგიური დახმარებისა და დროებითი მოთავსების იზოლატორის თანამშრომლების თვითდახმარებისკენ მიმართული სტრატეგია და სტანდარტები. სასწავლო სახელმძღვანელოს მიზანია პენიტენციურ სისტემაში დასაქმებული თანამშრომლებისა და სხვა დარგში მომუშავე სპეციალისტებისთვის, ეთიკის, მტკიცებულებებისა და გამოცდილებაზე დაფუძნებული საუკეთესო პრაქტიკიდან გამომდინარე, როგორც თეორიული ცოდნის, ასევე, საჭიროებებზე მორგებული პრაქტიკული რეკომენდაციების მიწოდება, რაც კიდევ უფრო ეფეტურს და შედეგიანს გახდის მათ ყოველდღიურ საქმიანობას. პრეზენტაციას შსს-ს აკადემიის რექტორი გივი მიქანაძე, დროებითი მოთავსების იზოლატორის დირექტორი გიორგი მოსიაშვილი, ევროპის საბჭოს, სხვადასხვა სამინისტროს, საქართველოს პროკურატურის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა დროებითი მოთავსების იზოლატორების განვითარების გეგმა, რომელიც მოიცავს ინფრასტრუქტურის განვითარებას, არსებული ვიდეო-მეთვალყურეობის სისტემის და ელექტრონული ბაზის დახვეწას, იზოლატორებში მოთავსებულ პირთა სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაზრდას, დაკავებულთა კვებისა და სხვა პირობების გაუმჯობესებას, სტრუქტურულ რეორგანიზაციას, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას და სამართლებრივი ბაზის განახლებას. (NS)
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)