01:08 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-20 15:12:02, 2615 ნახვა

მსოფლიო
ტრამპმა აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგში ბოლო ადგილი დაიკავა

დონალდ ტრამპმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების პოპულარობის რეიტინგში ბოლო ადგილი დაიკავა, - ამის შესახებ CBS news იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, შესაბამის საკითხთან დაკავშირებით გამოკითხვა ბოისეს უნივერსიტეტმა ჩაატარა.

გამოკითხვის თანახმად, მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 100-ბალიან რეიტინგში, მხოლოდ 12.34 ქულა მოიპოვა. აღნიშნული შედეგით რესპუბლიკელი პრეზიდენტი ბოლო ადგილზე გავიდა.

ამავე გამოკითხვის მიხედვით, ამერიკის ყველაზე პოპულარ პრეზიდენტად აბრაამ ლინკოლნი დასახელდა (95.03 ქულა). მეორე ადგილზე ჯორჯ ვაშინგტონი გავიდა (92.59 ქულა), ხოლო მესამეზე ფრანკლინ რუზველტი (89.09 ქულა). რაც შეეხება 44-ე პრეზიდენტ ბარაკ ობამას, მან მე-8 ადგილი დაიკავა (71.13 ქულა).

მედიის ცნობით, გამოკითხვა ამერიკის პოლიტიკური მეცნიერების ასოციაციის 170  მოქმედ და ყოფილ წევრს შორის ჩატარდა.

სრული კვლევა იხილეთ ბმულზე: https://sps.boisestate.edu/politicalscience/files/2018/02/Greatness.pdf





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics