23:07 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-20 14:29:23, 645 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძემ მთავრობის წევრებთან ერთად მნიშვნელოვან პროექტებზე იმსჯელა

დღეს აჭარის მთავრობაში ქალაქ ბათუმის მერიისა და მთავრობის წარმოამდგენლების სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის თემები ბათუმში დაგეგმილი მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის სამზადისი, ბათუმის ესტაკადის მშენებლობა და დროებითი შემოვლითი გზების მარშრუტები  იყო.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ისაუბრა ბათუმში დაგეგმილი მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის მნიშვნელობაზე, რომელიც ბათუმში 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით იმართება და მოისმინა ინფორმაცია ქალაქის მერისა და განათლების ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებისაგან მიმდინარე მოსამზადებელ სამუშაოების შესახებ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ოლიმპიადის დასრულების შემდეგ ქალაქი და რეგიონი მიიღებს ორ ახალ სპორტულ სივრცეს, - თანამედროვე სტანდარტების ყინულის სასახლესა და საერთაშორისო სტანდარტების საცურაო აუზს. ეს ყველაფერი კი ხელს შეუწყობს რეგიონში სპორტული ინფრასტრუქტურის გაძლიერებას და რეგიონის სპორტული ტურიზმისა თუ სხვა საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების გამართვის პოტენციალის გაზრდას. 

აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ასევე ისაუბრა ბათუმის შემოსასვლელში მიმდინარე ესტაკადის მშენებლობაზე, რომელიც უკვე აქტიურ ფაზაშია. როგორც რამაზ ბოლქვაძემ განაცხადა, სამუშაოები ვადაზე ადრე, ივნისის ბოლოს დასრულდება და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქალაქში სატრანსპორტო გადაადგილების გამარტივებას. 

ლაშა კომახიძემ აღნიშნა, რომ პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე დაწესდა დროებითი შეზღუდვები საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებით და არის შეფერხებები გადაადგილებაში, თუმცა პროცესში აქტიურადაა ჩართული საპატრულო პოლიცია, რომელიც მაქსიმალურად შეეცდება განტვირთოს მოძრაობა.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics