04:11 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-20 11:03:35, 1349 ნახვა

საზოგადოება
დიმიტრი ქუმსიშვილი თურქეთს სამუშაო ვიზიტით ეწვევა

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თურქეთის რესპუბლიკას სამუშაო ვიზიტით ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მეჰმეთ შიმშეკთან და ცენტრალური ბანკის მმართველთან მურათ ჩეთინქაიასთან. აგრეთვე ეკონომიკის მინისტრთან ნიჰათ ზეიბექჩისთან.

დიმიტრი ქუმსიშვილი ასევე შეხვდება ტრანსპორტის, საზღვაო საკითხთა და კომუნიკაციების მინისტრ აჰმეთ არსლანს და  სოფლის მეურნეობის მინისტრს აჰმეთ ესრეფ ფაკიბაბას.

ვიზიტის დროს გამართულ შეხვედრებზე განხილული იქნება საქართველოსა და თურქეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო-ლოგისტიკურ სფეროებში თანამშრომლობის ძირითადი, მნიშვნელოვანი  მიმართულებები.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics