03:13 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-19 17:00:11, 1605 ნახვა

საზოგადოება
ოკუპაციის პროტესტის ახალი გზა - თბილისში „ანტიოკუპაციური ტაქსი“ იმოძრავებს

რამდენიმე დღეში თბილისში ანტიოკუპაციური ტაქსი იმოძრავებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Deoccupation.ge ავრცელებს

იდეის ავტორი მოძრაობა "ძალა ერთობაშია". 

"საქართველოს სახელმწიფო დროშისა და რუსული ოკუპაციის მთავარი ატრიბუტის - მავთულხლართების კომბინაციით გაფორმებული ტაქსის მთავარი დანიშნულება საინფორმაციო-შემეცნებითი და საქველმოქმედო იქნება.

ტაქსი დადგენილი სატარიფო ნიხრის გარეშე იმოძრავებს და ნებისმიერ მგზავრს ექნება საშუალება, მგზავრობის საფასური საკუთარი სურვილისამებრ განსაზღვროს.

გადახდილი თანხა ორგანიზაცია „ძალა ერთობაშია“ სამოქალაქო-საპატრულო ჯგუფის მისიის შეუფერხებლად შესრულებას, ასევე შიდა ქართლის საოკუპაციო ზოლზე მცხოვრები სიღარიბის ზღვარზე მყოფი მოქალაქეების დახმარებას, საოკუპაციო ზოლში მდებარე სკოლების სპორტული ინვენტარით აღჭურვას მოხმარდება.

ტაქსის სალონში დამონტაჟდება ვიდეომონიტორი, სადაც ნაჩვენები იქნება რუსული აგრესიისა და ოკუპაციის ამსახველი კლიპები, მძღოლები კი „ძალა ერთობაშია“ წევრები იქნებიან, რომლებიც მგზავრების სურვილის შემთხვევაში, მათთან რუსულ საფრთხეებზე და ოკუპაციის პრობლემებზე ისაუბრებენ.

კვირაში ერთხელ ტაქსის მგზავრებს საზოგადოების ცნობილი სახეები: მსახიობები, სპორტსმენები და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები მოემსახურებიან. დაგეგმილია პირდაპირი ეთერები „ფეისბუქზე“, სადაც შეიქმნება სპეციალური გვერდი „ანტისაოკუპაციო ტაქსი“, - ნათქვამია მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics