|
2018-02-18 18:35:57, 3286 ნახვა
მსოფლიო
ნეთანიაჰუ ირანს დაემუქრა
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანს დაემუქრა. მიუნხენის კონფერნეციაზე სიტყვით გამოსვლისას, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „ირანი მთელი სამყაროსთვის საფრთხეს წარმოადგენს“. მისივე თქმით, ისრაელის ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ ირანმა სირიის ტერიტორიებზე პოზიციების გამაგრება შეძლოს. „სირიაში ირანის განზრახვა სრულიად აშკარაა. ირანს თეირანისა და ტარტუსის გაერთიანება და ერთი სახელმწიფოს შექმნა სურს. ისრაელი ირანს შეაკავებს მის მცდელობებში, სამხედრო მოქმედებები განაგრძოს სირიაში. ჩვენი სპეცსამსახურების ინფორმაციით, ირანი სირიაში ბაზების შექმნისკენ მიისწრაფვის. თუ საჭირო გახდება, ჩვენ არა მხოლოდ ირანის მარიონეტების, არამედ თვით ირანის წინააღმდეგაც ვიმოქმედებთ“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. საუბრისას ბენიამინ ნეთანიაჰუმ პარალელი 1938 წლის მიუნხენის შეთანმებასა და 2015 წელს ირანთან გაფორმებულ ე.წ. ბირთვულ ხელშეკრულებას შორის გაავლო და განმარტა, რომ ამ შეთანხმებამ "საშიში ირანული ვეფხვი გაათავისუფლა". ისრაელის პრემიერმინისტრმა გამოსვლისას აუდიტორიას ჩამოგდებული დრონის ნაწილები აჩვენა და თქვა, რომ ირანმა მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ ისრაელის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატი გაგზავნა. გასულ კვირას ირანში განაცხადეს, რომ სირიის ტერიტორიიდან ირანის მიერ გაშვებული დრონი ჩამოაგდეს, რასაც ისრაელის ავიაციის იერიში მოჰყვა. საპასუხოდ, სირიელმა სამხედროებმა ისრაელის კუთვნილი გამანადგურებელი ჩამოაგდეს.
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)