|
2018-02-18 17:21:19, 3854 ნახვა
პოლიტიკა
ელჩი: ჩეხეთის მხარემ კვლავ დაგვიდასტურა ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ ასეთი ფაქტები აღარ უნდა განმეორდეს
ხუთშაბათიდან პრაღაში ტურიზმის საერთაშორისო ბაზრობა იმართება, რომელშიც აფხაზეთი მონაწილებას იღებს, როგორც დამოუკიდებელი რესპუბლიკა. ბაზრობა ჩეხეთის რეგიონალური განვითარების სამინისტროს ეგიდით ტარდება. ფაქტთან დაკავშირებით „ექსპრესნიუსი“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, რომელმაც ჩეხეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ზაალ გოგსაძის კომენტარი მოგვაწოდა. ზაალ გოგსაძის განცხადებით, ვინაიდან, გამოფენის ორგანიზატორი კერძო კომპანია „ინხება“ იყო, ჩეხეთის ოფიციალური მხარის კოორდინაცია გამოფენის ორგანიზატორებთან შეზღუდულ ხასიათს ატარებდა. მისივე თქმით, ჩეხეთის ოფიციალური მხარე კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას და მიიჩნევს, რომ ასეთი ფაქტები აღარ უნდა განმეორდეს: „აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის გამოფენაში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით რეგულარულ კონტაქტზე ვართ ჩეხურ მხარესთან. საელჩომ მიიღო მის ხელთ არსებული ყველა ზომა. ჩავატარეთ რიგი შეხვედრები. ვინაიდან, ამ გამოფენის ორგანიზატორი კერძო კომპანია „ინხება“ იყო, ჩეხეთის ოფიციალური მხარის კოორდინაცია გამოფენის ორგანიზატორებთან შეზღუდულ ხასიათს ატარებდა. ჩეხეთის ოფიციალურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ ასეთი ფაქტები აღარ უნდა განმეორდეს. ცხადია ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ჩეხეთის მხარესთან. მოგეხსენებათ, არაღიარების პოლიტიკა არის ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი“,-აცხადებს ჩეხეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაალ გოგსაძე.
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)