|
2018-02-18 13:58:06, 1747 ნახვა
საზოგადოება
სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სტრატეგიული დაგეგმარების სამუშაო შეხვედრა გაიხსნა
სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სტრატეგიული დაგეგმარების სამუშაო შეხვედრა გაიხსნა. ღონისძიებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო წარუძღვა. მან ყურადღება შრომის უსაფრთხოების საკითხების ფინალიზაციისთვის სამუშაო შეხვედრის მნიშვნელობაზე გაამახვილა. მხარეებმა გასული ორი წლის სამოქმედო გეგმა შეაფასეს. გეგმის ფარგლებში, შრომის ინსპექციის, სამუშაო ადგილზე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების, საპენსიო რეფორმის, შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების, ევროპის სოცილური ქარტიის არარატიფიცირებული მუხლების/პუნქტების რატიფიცირების, საინვესტიციო პოლიტიკისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილებოდა. ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ელზა ჯგერენაიამ კითხვარის საფუძველზე მომზადებული პრეზენტაციაც წარადგინა. მიმდინარე წლის რიგით პირველ სამუშაო შეხვედრაზე, კომისიის მიერ 2018-2019 წლებში განსახილველ საკითხთა ნუსხა განისაზღვრა. სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სტრატეგიული დაგეგმარების სამუშაო შეხვედრა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე, პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის უფროსი ტექნიკური მრჩეველი ჟოლტ დუდასი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
(NS)
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)