03:13 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-18 12:34:39, 1763 ნახვა

საზოგადოება
სამეწარმეო სამართლის პრობლემურ საკითხებზე კონფერენცია გაიმართა

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ინიციატივით, ბათუმში სამეწარმეო სამართლის პრაქტიკულ და თეორიულ საკითხებზე კონფერენცია გაიმართა.

ღონისძიებაში პალატის გამგეობის თავმჯდომარე მარიკა გოგოლაძე და გამგეობის წევრები მონაწილეობდნენ. კონფერენციას ესწრებოდნენ ნოტარიუსები, პალატის დისციპლინური და საფინანსო კომისიის წევრები, ადვოკატები, მოსამართლეები, საბანკო სექტორის  წარმომადგენლები, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), მოწვეული ექსპერტები.

ღონისძიებაზე ნოტარიუსებმა მოისმინეს მოხსენებები სამეწარმეო სამართლის პრობლემური საკითხების შესახებ. ექსპერტებთან ერთად ისაუბრეს ისეთ თემებზე, რომლებიც სამეწარმეო სამართლის კუთხით ნოტარიუსების პრაქტიკულ საქმიანობაში მნიშვნელოვანია. დეტალურად განიხილეს საკითხები, რომლებიც შეეხებოდა სამეწარმეო საზოგადოების ორგანიზაციის თავისებურებებს, რეგისტრაციისას წარმოქმნილ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს, მეწარმეთა შესახებ კანონის მოწესრიგების ხარვეზებს, ასევე საზოგადების კაპიტალის და წილის ნატურით გამოყოფის პრობლემებს, სამეწარმეო საზოგადოების გაუქმებისა და ლიკვიდაციის თემებს, რეორგანიზაციის თავისებურებებს.

ღონისძიების მონაწილეებმა იმსჯელეს პრაქტიკული საქმიანობისას წარმოშობილ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზების დასახვაზე.

სამეწარმეო სამართლის პრაქტიკაში არსებულ პრობლემებზე დისკუსიისა და  განხილული თემების ანალიზის შედეგად ნოტარიუსებისთვის შემუშავდა შესაბამისი რეკომენდაციები, პრობლემურ საკითხებთან მიმართებაში დადგინდა ერთიანი სტანდარტი. ნოტარიუსებმა კონფერენციის შედეგად მიიღეს ამომწურავი რეკომენდაციები, თუ როგორ გასცენ მომსახურება, რაც სამეწარმეო პირებს დაეხმარება, მიიღონ ერთიანი სტანდარტის შესაბამისი სანოტარო სერვისები უფრო სწრაფად და კომფორტულად.

ნოტარიუსთა პალატა მუდმივად ზრუნავს თითოეული ნოტარიუსის კვალიფიკაციის ამაღლებაზე. აღნიშნული კონფერენციის მიზანიც სწორედ ეს იყო. მსგავსი სახის განხილვები ნოტარიუსებს ეხმარება პრაქტიკაში წარმოშობილი შესაძლო პრობლემების სწორად გაანალიზებასა და შემდგომ მის გადაჭრაში, სანოტარო სერვისების დახვეწასა და მომხმარებლებისათვის მაღლი სტანდარტის მომსახურების შეთავაზებაში.

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics