03:14 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-18 12:34:05, 1652 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ პატარაძემ და სოზარ სუბარმა საცხოვრებლით უზრუნველყოფილი ეკომიგრანტი ოჯახები მოინახულეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძესთან ერთად ის ეკომიგრანტი ოჯახები მოინახულეს, რომლებმაც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი სახლებითანადაფინანსებით 2017 წელს შეიძინეს.

მთავრობის წარმომადგენლები, დაბა ჩაქვში ბერიძეების ოჯახში იმყოფებოდნენ. სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახი ქობულეთისმუნიციპალიტეტში შუახევის რაიონის სოფელ პაპოშვილებიდან გადმოსახლდა. 4 სულიანმა ოჯახმა 2017 წლის სამინისტროს პროგრამითისარგებლა და ორსართულიანი კერძო სახლი, 2,800 კვ.მ მიწის ნაკვეთით შეიძინა.

ზურაბ პატარაძე და სოზარ სუბარი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურში, გელაძეების მრავალსულიან ოჯახშიც იმყოფებოდნენ. 14წევრისგან შემდგარი ოჯახი შუახევის რაიონი სოფელ ცხემლარში ცხოვრობდა. ბერიძეების მსგავსად, გელაძეების ოჯახმაც ოჩხამურშითანადაფინანსებით კერძო სახლი და მიწის ნაკვეთი შეიძინეს.

,,მოვინახულეთ სტიქიით დაზარალებული ოჯახები ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოჩხამურში, რომლებსაც სახელმწიფომ, უკვემოწესრიგებული ინფრასტრუქტურით, საცხოვრებელი ფართები გადასცა. გვიხარია, რომ წლების მანძილზე აქტიურად ვმუშაობთ ამმიმართულებით. ბოლო წლების განმავლობაში 700-მდე სახლი იქნა შეძენილი სახელმწიფოს მხრიდან. ასევე, სპეციალური პროგრამის თანახმად200 ოჯახისთვის კარ-მიდამო შეძენილი არის. 2018 წელს დაგეგმილი მთელი რიგი ღონისძიება, კერძოდ, ბიუჯეტიდან შეძენილი იქნება 120-მდესაცხოვრებელი ფართი. ამ მხრივ მუშაობა 2017 წელსაც აქტიურად ხორციელდებოდა. აჭარის ბიუჯეტიდან 3 მლნ ლარი დახარჯული იქნაუშუალოდ კომპენსაციებისთვის. ასევე, 100-ზე მეტი ბინა იქნა შეძენილი. ჩვენს მოსახლეობაზე ზრუნვა ჩვენი ქვეყნის მთავარი სტრატეგიაა.  რათქმა უნდა, მომავალშიც გავაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით"-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის" პროგრამას 2016წლიდან ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში 2016-2017 წწ საცხოვრებელი ფართი თანადაფინანსებით 207-მა სტიქიის შედეგადდაზარალებულმა ოჯახმა შეიძინა. პროგრამა წელსაც გრძელდება, ბიუჯეტი 3 000 000 ლარით განისაზღვრება, დაგეგმილია 115 საცხოვრებელიფართის შეძენა.

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics