07:14 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-18 12:02:22, 1676 ნახვა

საზოგადოება
დაცული ტერიტორიების რეინჯერების დაზღვევას კავკასიის ბუნების ფონდი დააფინანსებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯორჯ ჯიაკომინიმ დაზღვევის საგრანტო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

ხელშეკრულების მთავარ მიზანს  რეინჯერებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესება წარმოადგენს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი საქმიანობის  სპეციფიკიდან გამომდინარე.

ხელშეკრულების თანახმად, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების 530 თანამშრომლისა და რეინჯერის 2018 წლის დაზღვევას კავკასიის ბუნების ფონდი 100 000 ლარით დააფინანსებს. ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომლების მუშაობა მაღალ რისკებთან არის დაკავშირებული. რეინჯერებს ხშირად უწევთ ბრაკონიერებთან ბრძოლა. ისინი 24 საათის განმავლობაში იცავენ ბუნებრივ მემკვიდრეობას. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა რეინჯერების მუშაობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

„დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ კავკასიის ბუნების ფონდს მხარდაჭერისთვის. საქართველოს ბუნების დაცვა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რომელიც, ძირითადად, დაცულ ტერიტორიებზე ხორციელდება. დაცული ტერიტორიების სააგენტოს გაძლიერება და ამ მიმართულებით დონორების მხარდაჭერა  ძალიან მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კავკასიის ბუნების ფონდი სააგენტოს დაზღვევის ხარჯების ნაწილს 2013 წლიდან ფარავს.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics