17:59 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-15 12:55:45, 438 ნახვა

სამართალი
იუსტიციის მინისტრი მოსამართლეებს საზოგადოების ნდობის მოპოვებას უსურვებს

მოსამართლის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი განცხადებას ავრცელებს.

„პროფესიულ დღეს ვულოცავ უზენაესი სასამართლოს ახალ თავმჯდომარეს, ქალბატონ ნინო გვენეტაძეს, და მოსამართლეთა კორპუსს.

ძვირფასო მოსამართლეებო, თქვენზე იყო 9 წლის განმავლობაში დამოკიდებული, დაგემკვიდრებინათ სამართლიანობა ჩვენს ქვეყანაში, არ დაგეშვათ ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევები და შეგეძლოთ, შვება მიგეცათ ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებსაც თქვენს ხელში სიმართლე უნდა ეპოვათ. სამწუხაროდ, გამრუდებული მართლმსაჯულება, დაკვეთილი განაჩენები იყო წესი. უკანონო, დაუსაბუთებელი განაჩენები ზიანს აყენებდა საზოგადოებას, ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენი ქვეყნის იმიჯს, რასაც მე და ჩემი კოლეგები სტრასბურგის სასამართლოში კარგად ვხედავდით.
მჯერა, რომ წლევანდელი პროფესიული დღე იქნება პროფესიული ზრდის, პროგრესის, ევროპული სტანდარტის რეფორმებთან შემგუებლობისა და მათში მონაწილეობის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დებულებების ერთგულებისა და საზოგადოების ნდობის მოპოვების დასაწყისი. პირველ რიგში, სწორედ საზოგადოების ნდობის მოპოვებას გისურვებთ!

ახალი მოსამართლეების დიდი იმედი მაქვს. ისინი სამუდამოდ უნდა განწესდნენ თანამდებობაზე და ვიცი, რომ არასოდეს დაატყდებათ თავს ის უბედურება, რასაც აღმასრულებელი ხელისუფლების ტერორი ჰქვია.

წარმატებებს გისურვებთ ყველას, რადგან არ არსებობს დემოკრატია და თანამედროვე სახელმწიფო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მოსამართლის გარეშე. იუსტიციის სამინისტრომ მოკლე დროში მისცა მოსამართლეებს კარგი კანონები. ჩვენ მიერ შემუშავებული მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღაც მალე იქნება მიღებული პარლამენტის მიერ. გქონდეთ ჩვენი იმედი პროგრესისა და რეფორმის გზაზე“, − ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი - Weitai შემოიყვანა
ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი "ჩემი რეგიონი - ჩემი ბანკნოტი" დასრულდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics