05:04 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-17 18:42:34, 2642 ნახვა

პოლიტიკა
ანჯელინო ალფანო: იტალია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას

საქართველო რეგიონში იტალიის მნიშვნელოვანი პარტნიორია და იტალია აფასებს მის პროგრესსა და მიღწევებს, - ამის შესახებ მიუნხენში საქართველოს ვიცე-პრემიერის მიხეილ ჯანელიძის და იტალიის საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრს ანჯელინო ალფანოს შორის გამართულ შეხვედრაზე ითქვა. 

საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა, რომელმაც ბოლო პერიოდში განსაკუთრებული დინამიკა შეიძინა.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მიესალმა ეუთო-ში იტალიის თავმჯდომარეობას და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო-რუსეთის კონფლიქტი აქტიურად დარჩება ორგანიზაციის დღის წესრიგში, ისევე როგორც გაძლიერდება ეუთო-ს ძალისხმევა ხელი შეუწყოს კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას.

იტალიის საგარეო უწყების ხელმღვანელმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა იტალიის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პოლიტიკა და ომით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის შერიგების პროცესის ხელშეწყობა.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა იტალიის მხარდაჭერა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს წარმატებულ რეფორმებს და   ვიზალიბერალიზაციის მიმდინარეობის მიმართ იტალიის მხარდაჭერას. ამ კონტექსტში მიხეილ ჯანელიძემ იტალიელ კოლეგას გააცნო საქართველოს ევროინტეგრაციის შემდგომი მიზნები, მათ შორის საგზაო რუკით დასახული ამოცანები, რაც ითვალისწინებს საქართველოს მეტ ინტეგრაციას ევროპულ ნორმებთან, სტანდარტებთან.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს პრემიერ-მინისტრის იტალიაში ვიზიტის დროს გამართულ ბიზნეს-ფორუმს და აღნიშნა ის პოზიტიური შედეგები, რაც ბიზნეს-ფორუმმა მოიტანა ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისა და იტალიური კომპანიების მხრიდან საქართველოსადმი ინტერესის გაზრდის თვალსაზრისით. მინისტრებმა დადებითად შეაფასეს ტრადიციულად ბრწყინვალე ხალხთაშორისი ურთიერთობები.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics