|
2018-02-16 17:08:49, 1394 ნახვა
საზოგადოება
აუდიტი - 2015-2016 წლებში მერიის მიერ დარგული ხე-მცენარეების ძირითადი ნაწილი გახმა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2015–2016 წლებში თბილისის მერიამ გამწვანების მიმართულებით გამოყოფილი თანხები არაეფექტურად დახარჯა. კერძოდ, როგორ აუდიტის ანგარიშშია აღნიშნულია, მერიის მიერ დარგული ხე-მცენარეების ძირითადი ნაწილი გამხმარია ან აღარ არსებობს: „სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2015-2016 წლებში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის „გამწვანების ღონისძიებების პროგრამის“ (პროგრამის კოდი: 03 01) ფარგლებში გაწეული ხარჯების შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. გამოვლინდა შემდეგი დარღვევა- ნაკლოვანებები: მთავრობის განკარგულების შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, დენდროლოგიური პარკისა და თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დარგო 398 ათასზე მეტი ხე-მცენარე. პროცესის მიმდინარეობისას დაშვებულია შემდეგი ხარვეზები: - 2015 წლის განმავლობაში ხე-მცენარეების დარგვისა და მოვლის სამუშაოები მერიამ შეისყიდა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. საშემოდგომო პერიოდისათვის მერიას შეეძლო ელექტრონული ტენდერის გამოყენება. გამარტივებული შესყიდვის განხორციელებით, მერიამ დაკარგა სატენდერო ეკონომიის მიღების შესაძლებლობა. - მუნიციპალიტეტმა საგაზაფხულო რგვებზე ამოიღო დარგულ ნერგებზე მეტი ორმოები. შესაბამისად, ზედმეტად ამოღებული ორმოების ღირებულება არაეფექტიან ხარჯს წარმოადგენს. - განაშენიანებული ნარგაობების დაახლოებით მესამედი გამხმარია ან აღარ არსებობს. გაფორმებული ხელშეკრულებით, შემსყიდველი ორგანიზაციის ინტერესები საკმარისად არ იყო დაცული. კერძოდ, ხელშეკრულების პირობები გამხმარი ნარგაობების ჩანაცვლებას არ ითვალისწინებდა. შედეგად, მერიამ ვერ უზრუნველყო საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ხე-მცენარეების სრულად განაშენიანება. - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტმა ცალკეულ შემთხვევებში არ/ვერ გამოიყენა საჯარიმო სანქცია ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის. შედეგად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში არ არის მიმართული შესაბამისი ფინანსური რესურსი. - ქალაქ თბილისის მერიას ზოგიერთი ხელშეკრულების ფარგლებში არ ჰქონდა შერჩეული სათანადო ტერიტორია ხე-მცენარეების განაშენიანებისათვის და ნარგაობები გადასცა ქ. თბილისის რაიონის გამგეობებს. ნარგაობის ძირითადი ნაწილი გახმა, რის გამოც შესაბამისი თანხები დაიხარჯა არაეფექტიანად. - ახალი ზოოპარკის შემოღობვის პროცესში, სამუშაოების ნაწილის მოცულობების კორექტირებები არ ასახულა შესრულებული სამუშაოების აქტებში. შესაბამისად, სამუშაოს ფაქტობრივი ღირებულება საჭიროებს ხელახლა გაანგარიშებას. - ონკოლოგიური ცენტრის მიმდებარედ გაშენებული ნარგაობის მნიშვნელოვანი ნაწილი გამხმარია ან აღარ არსებობს. აუდიტის ობიექტმა გასწია არაეფექტიანი ხარჯი, რადგან საბიუჯეტო ასიგნების გამოყოფით განსაზღვრული მიზანი ტერიტორიის განაშენიანების შესახებ, არ არის მიღწეული. - გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობის მიზნით გაფორმებული ხელშეკრულებები მოიცავს ტერიტორიების დასუფთავებას, საყოფაცხოვრებო ნარჩენის შეგროვებასა და გატანას. ხარჯთაღრიცხვებისა და შესრულებული სამუშაოების აქტების თანახმად, ამ მომსახურებაზე არასწორად დარიცხულია დამატებული ღირებულების გადასახადი, რაც შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზების შედეგად ზედმეტად გადახდილ სახსრებს წარმოადგენს. - ჩატარებული ტენდერების შესწავლით გამოვლინდა შემთხვევები, როცა მეტი ფინანსური სარგებლის მისაღებად ტენდერში მონაწილე პირები, სავარაუდოდ, მოქმედებდნენ ურთიერთშეთანხმებით და არღვევდნენ კანონმდებლობით განსაზღვრულ აფიდავიტის მოთხოვნებს, რამაც გამოიწვია საბიუჯეტო რესურსის არაეკონომიური ხარჯვა“, - ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)