07:14 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-16 14:28:44, 1507 ნახვა

საზოგადოება
გლდანის რაიონის გამგეობაში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს პირველი შეხვედრა გლდანის რაიონის გამგეობაში გაიმართა. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო მოქალაქეებს ადგილობრივ საქმიანობაში აქტიურად ჩართვის საშუალებას მისცემს.

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებს საბჭოს მნიშვნელობასა და ფუნქციებზე გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე ესაუბრა.

„ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილება ძალიან მნიშვნელოვანია. მაღალი საზოგადოებრივი ჩართულობის გარეშე, თვითმმართველობას რეალური განვითარება უჭირს. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო ის ქმედითი მექანიზმია, რომელიც მოქალაქეთა ჩართულობასა და გადაწყვეტილენბების მიღების პროცესში მათ რეალურ მონაწილებას უზრუნველყოფს. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, საბჭოს წევრებს მიმდინარე და გაწეული სამუშაოების შესახებ კვარტალური ანგარიში ჩავაბაროთ და შემდგომში გასახორციელებელი სამუშაოები მათთან ერთად დავგეგმოთ“, - განაცხადა გლდანის რაიონის გამგებელმა. 

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო 61 წევრისგან შედგება, რომლებიც გლდანის რაიონის ოთხი ტერიტორიული ერთეულიდან არიან წარმოდგენილი. საბჭოს შეხვედრები გლდანის რაიონის გამგეობაში სამ თვეში ერთხელ, ტერიტორიულ ერთეულში კი, თვეში ერთხელ გაიმართება. 

მოქალაქეებს, მედიას, ბიზნეს და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს საშუალება ექნება, საკუთარი ინიციატივები და წინადადებები წარადგინონ და მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობა მიიღონ.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics