15:54 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-16 12:34:08, 1804 ნახვა

სამართალი
შსს-მ 1 კვირაში ნარკოდანაშაულისთვის 13 პირი, მათ შორის 6 ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1 კვირაში ნარკოდანაშაულისთვის 13 პირი, მათ შორის 6 ნარკორეალიზატორი დააკავა, - ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე დავით ლაცაბიძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, პოლიციის მიერ სულ ამოღებულია, 1,5 კილოგრამზე მეტი „ჰეროინი", 81 აბი „მდმა", 50 ფირფიტა ე.წ. „ბიო" და სხვა ნარკოტიკული საშუალებები. 

„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ, მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. პოლიციის მხრიდან კრიმინალთან აქტიური ბრძოლა გრძელდება.

სამართალდამცველებმა ირანის რესპუბლიკის  ოთხი  მოქალაქე თბილისში დააკავეს, მათგან 1,5 კგ ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი" და დიდი ოდენობით  ,,მეტადონი" ამოიღეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა  ნარკოტიკული საშუალება ირანიდან საქართველოში შემოიტანეს. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20  წლამდე  ვადით  ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია 13 პირი მათ შორის - 6 ნარკორეალიზატორი, რომლებიც ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდიდნენ. მათი დანაშაულებრივი საქმიანობის გამოვლენის და დაკავების მიზნით თბილისში, ფონიჭალაში, გარდაბანსა და მარნეულში ჩატარდა სპეციალური ოპერაციები.

პოლიციის მიერ სულ ამოღებულია, 1,5 კილოგრამზე მეტი „ჰეროინი", 81 აბი „მდმა", 50 ფირფიტა ე.წ. „ბიო" და სხვა ნარკოტიკული საშუალებები. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. სამინისტროს მიზანია დროულად აღიკვეთოს ნარკოტიკის გავრცელება და მაქსიმალურად შემცირდეს ნარკოდანაშაული“, - განაცხადა დავით ლაცაბიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მახაშვილი - სერბეთის არჩევნების საკუთარ წარმატებად მონათვლა აჩვენებს, თუ რა ღრმა ილუზიებში იმყოფება ქართული არაკონსტიტუციური ოპოზიცია
კახა კალაძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებზე: ოპოზიცია სასამართლოს ტრიბუნას მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს
კირცხალია - ჩვენი აზრით, უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ შექმენით წამების, მკვლელობისა და რეკეტის ძალადობრივი სისტემა
ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics