|
2018-02-16 12:11:27, 1708 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ ადევნების ფაქტზე 1 პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა
საქართველოს პროკურატურამ ადევნების ფაქტზე ერთი პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ზ.პ. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ყოველდღიურად როგორც პირადად, ისე მესამე პირების - მეგობრების მეშვეობით უკანონოდ უთვალთვალებდა ვ.მ.-ს, აკითხავდა როგორც სახლთან, ისე სახლში. „ვ.მ.-სთვის არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა ტელეფონით და სოციალური ქსელით, ურეკავდა და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიდა თავისი და სხვა ადამიანების ტელეფონის ნომრებიდან, ასევე უცხო ადამიანების და ფოსტის საშუალებით უგზავნიდა საჩუქრებს. ზ.პ.-ს ქმედების შედეგად ვ.მ. ფსიქიკურ ტანჯვას განიცდიდა. ზ.პ.-ს ბრალდება 2018 წლის 29 იანვარს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის პირველი ნაწილით (ადევნება, ე.ი. პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის) წარედგინა. სასამართლომ მას აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო - 1000 ლარის ოდენობით შეუფარდა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. უწყების ცნობით, საქმეზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)