12:22 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-15 16:23:39, 2438 ნახვა

მსოფლიო
მოსკოვში რამდენიმე საელჩომ საეჭვო კონვერტები მიიღო

მოსკოვში საეჭვო კონვერტები ერთდროულად რამდენიმე საელჩომ მიიღო, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, კონვერტებში თეთრი ფხვნილი იყო. ადგილობრივმა სამართალდამცველებმა ფხვნილი ექსპერტიზაზე უკვე წაიღეს და დადგინა, რომ ის საფრთხეს არ წარმოადგენს.

მედიის ცნობით, კონკრეტულად, რომელი ქვეყნის საელჩოებმა მიიღეს საეჭვო კონვერტები არ სახელდება, თუმცა წყაროს თქმით, ერთ-ერთია ნიდერლანდების საელჩო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის კონვერტები მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა პოლიტიკოსებმა და სახელმწიფოებმა მიიღეს, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ.

მანამდე მსგავსი კონვერტები ასევე მიიღეს ამერიკის მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ვაჟმა და WikiLeaks -ის დამფუძნებელმა ჯულიან ასანჟმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ილონ მასკმა უკრაინის შეიარაღებული ძალები Starlink-ის შეტევითი თავდასხმებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა
იტალიაში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა: 400-მდე დემონსტრანტი დააკავეს
აშშ-ის სენატორებმა მოითხოვეს Starlink-ის რუსეთის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმებისთვის გამოყენების ნებართვა
საფრანგეთში ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები განახლდა - ორგანიზატორების თქმით, 800 000 ადამიანი მონაწილეობდა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics